"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრის გაუპატიურებისთვის ტაქსის მძღოლს 7 წელი მიუსაჯეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს "საფარი"? - კვირის პალიტრა

"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრის გაუპატიურებისთვის ტაქსის მძღოლს 7 წელი მიუსაჯეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს "საფარი"?

არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის, ტაქ­სის მძღოლს 7 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. გა­ნა­ჩე­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 25 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რი" აქ­ვეყ­ნებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალი მე­გობ­რებ­თან ერ­თად კლუბ­ში იყო, სა­დაც ალ­კოჰო­ლი მი­ი­ღო. შემ­დეგ ის მე­გობ­რებ­მა ჩას­ვეს ტაქ­სი­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12 სა­ა­თის­თვის, ხოლო ტაქ­სის მძღოლ­მა ქალი სახ­ლში გამ­თე­ნი­ი­სას მი­იყ­ვა­ნა."რო­გორც ქალი ამ­ბობს, მში­ე­რი იყო, რის გა­მოც მალე დათ­ვრა და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს კლუ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნეს ქალი მე­გობ­რებ­მა კლუ­ბი­დან და ჩას­ვეს ტაქ­სი­ში. ჩა­ნა­წერ­ში გარ­კვე­ვით ჩანს მან­ქა­ნა და სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი. საქ­მე­ში დევს კი­დევ ერთი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც უკვე ქა­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთა­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რო­გორ გად­მო­დის ქალი მან­ქა­ნი­დან და შე­დის სა­დარ­ბა­ზო­ში. ჩა­ნა­წე­რებს შო­რის შუ­ა­ლე­დი თით­ქმის 7 სა­ა­თია: ქალი კლუ­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 00:02 სა­ათ­ზე წა­მო­ვი­და, სახ­ლში კი დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 08:00 სა­ათ­ზე დაბ­რუნ­და. ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის გამო, მას არ ახ­სოვს, სად იყო და რა მოხ­და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სახ­ლთან გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქალი თა­ვი­სი ფე­ხით გად­მო­დის მან­ქა­ნი­დან და შე­დის სა­დარ­ბა­ზო­ში, თუმ­ცა მას არც ეს ეპი­ზო­დი ახ­სოვს. რო­გორც ჩანს, ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ის ინ­სტიქ­ტუ­რად მოქ­მე­დებ­და. კლუ­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მას მეხ­სი­ე­რე­ბა მხო­ლოდ სა­დარ­ბა­ზოს კი­ბე­ზე უბ­რუნ­დე­ბა. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი­სა და ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, მან სა­დარ­ბა­ზო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30-40 წუთი გა­ა­ტა­რა. ქა­ლის არც ეს პე­რი­ო­დი ახ­სოვს." - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იუ­რის­ტი, ნელი ქა­რე­ლი გან­მარ­ტავს, რომ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა – ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქალი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლია, თუმ­ცა მის სხე­ულ­ზე და ტან­საც­მელ­ზე ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს კა­ცის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სა­მარ­თლემ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, თან­ხმო­ბა სქე­სობ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უნდა იყოს ცხა­დი და ნამ­დვი­ლი. არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი ვერ გას­ცემ­და თან­ხმო­ბას, რო­მე­ლიც მისი ნე­ბის რე­ა­ლუ­რი გა­მომ­ხატ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ, შემ­თხვე­ვა ჩა­ით­ვა­ლა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

"სა­ფა­რი" დას­ძენს, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი პრობ­ლე­მუ­რია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად ით­ვლე­ბა მხო­ლოდ ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მოხ­და. სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა თან­ხმო­ბის არარ­სე­ბო­ბას ეფუძ­ნე­ბა. თან­ხმო­ბა, თა­ვის მხრივ, ნიშ­ნავს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ხა­ტულ, ცხად და აშ­კა­რა დას­ტურს სქე­სობ­რივ აქ­ტზე. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბა უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბად ჩა­ით­ვა­ლა და შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ჩე­ნიც დად­გა. თუმ­ცა, პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სქე­სობ­რივ აქ­ტზე რე­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბა არ არის გა­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მომ­ხდარს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად არ აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ ის­ჯე­ბი­ან. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და­ფუძ­ნე­ბა თან­ხმო­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ თან­ხმო­ბად ვერ და არ ჩა­ით­ვლე­ბა დუ­მი­ლი და/ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის არ­გა­წე­ვა." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.