აფხაზეთში მორიგი პოლიტიკური კრიზისი იწყება - ულტიმატუმი ე.წ. პრეზიდენტს და გამოცდა ოპოზიციას: როგორია მოლოდინი ადგილობრივებში?
ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი პოლიტიკური კრიზისი იწყება. ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან მინისტრთა კაბინეტის გაშვება მოითხოვა. აფხაზური მედიის ცნობით, თუ ორი კვირის განმავლობაში ბჟანია ოპოზიციის მოთხოვნას არ შეასრულებს და ანტიეროვნული მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას ხელს არ მოაწერს, სოხუმში პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით, მასშტაბური აქციები დაიწყება.
ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" ლიდერის, თემურ გულიას მოსაზრებით, მინისტრთა კაბინეტის გადადგომის პარალელურად, ოპოზიცია და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე აფხაზეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას ითხოვენ.
მოთხოვნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება - რუსეთისთვის ბიჭვინთის ობიექტების გადაცემაზე შეთანხმების უკან გამოწვევა; რუსეთთან ეკონომიკური სფეროს საქმეებსა და საარბიტრაჟო დავებზე გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების გაუქმება; ელექტროენერგიის სოციალურად ორიენტირებულ ტარიფზე დაბრუნება, "აპარტ-სასტუმროებისა და ბინების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ კანონპროექტის მიღებაზე უარი..."დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი და მას პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება, რა შემთხვევაშიც ბიჭვინთის აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე უშიშროების სამსახურის მე-9 სამმართველოს განკარგულებაში არსებული სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, რასაც აფხაზური ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გააგრძელეთ კითხვა