"ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ"
ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ასეთი შედეგით არ დამთავრდებოდა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატება ჩვენი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, ზაზა გოგავამ განაცხადა.
ზაზა გოგავას თქმით, ეს არის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს კიდევ ერთი წარმატება ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ, რასაც 2008 წლიდან 15 წელი დასჭირდა.
„ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ასეთი შედეგით არ დამთავრდებოდა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატება ჩვენი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. 2008 წლიდან 15 წელი დაჭირდა ამ ყველაფერს, რომ ოკუპანტი სახელმწიფო გაემტყუნებინა და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ აქ არ არის მთავარი რა თანხა არის გადასახდელი კომპენსაციად, აქ მთავარია ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს სახელმწიფომ მოიპოვა გამარჯვება ოკუპანტზე. აქვე მინდა დავძინო ერთი რამ, რომ ჩვენ შევძელით მათთვის ნიღაბი ჩამოგვეხსნა და როცა უკრაინაში დამარცხდებიან, ნამდვილად ვიცი, რომ ისინი აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე“, - განაცხადა ზაზა გოგავამ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.
IPN