"დიახ, მომავალში ჩვენ დავსხდებით რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოსკოვის მხრიდან კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას განვიხილავთ"
უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მომავალში მაინც გაიმართება და მისი მთავარი თემა იქნება რუსეთის ფედერაციის კაპიტულაციის პირობები, რეპარაციების გადახდის პროცედურა და ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მეთოდი, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელ პარტნიორებს მასთან არასდროს განუხილავთ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა არ გეგმავს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან.
„დიახ, მომავალში ჩვენ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც განვიხილავთ რუსეთის მხრიდან უკრაინის სასარგებლოდ რეპარაციისა და კონტრიბუციის საკითხებს ყველა იმ უბედურების გამო, რაც მათ მოგვიტანეს და ასევე, იმას, თუ როგორ განვახორციელოთ საერთაშორისო ტრიბუნალის განაჩენი, რომელიც შეიქმნება მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ. ჩვენ ასევე განვიხილავთ მოსკოვის მხრიდან კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
IPN