"ჩემი შვილი ძალადობრივად არის მოკლული" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა? - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი ძალადობრივად არის მოკლული" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა?

ჩემი შვი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით არის მოკ­ლუ­ლი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის გო­გო­ნას, ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს დედა, ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლად დას­კვნას.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გო­გო­ნას დედა აცხა­დებს, ის თა­ვი­დან­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მისი შვი­ლი მოკ­ლუ­ლი იყო. ხუ­ტაშ­ვი­ლის თქმით­ვე, ის ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს.

"ჩემ­თვის ეს დას­კვნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, მე თა­ვი­დან­ვე, მყა­რად ვამ­ბობ­დი, რომ ჩემი შვი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვად არის მოკ­ლუ­ლი.

ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ ბოლო წუ­თამ­დე, ბრძო­ლა ისე­თი მექ­ნე­ბა, რო­გო­რიც ჯერ არა­ვის უჩ­ვე­ნე­ბია, ისეთ ბრძო­ლას გა­ვა­ჩა­ღებ“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ტაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის გო­გო­ნას საქ­მე­ზე, ბავ­შვის დე­დას და "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ ად­ვო­კა­ტებს სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის ასლი დღეს, 28 აპ­რილს გა­და­ე­ცათ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გო­გო­ნას სხე­ულ­ზე 40-მდე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­ვე, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მე­ქა­ნი­კუ­რი ას­ფიქ­სი­აა.

დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ინტერპრესნიუსი"