"ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა" - ავთანდილ ხურციძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:
"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე. (გააგრძელეთ კითხვა)