"მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება" - კიმ ჩენ ინის და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით აშშ-სა და სამხრეთ კორეას შეთანხმებაზე - კვირის პალიტრა

"მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება" - კიმ ჩენ ინის და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით აშშ-სა და სამხრეთ კორეას შეთანხმებაზე

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის, კიმ ჩენ ინის დის, კიმ იო ჯონ­გის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-სა და სამ­ხრეთ კო­რე­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა ბირ­თვულ ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უფრო სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს გა­მო­იწ­ვევს.

„რაც უფრო მეტ ბირ­თვულ აქ­ტივს გა­ნა­თავ­სე­ბენ მტრე­ბი კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის მი­და­მო­ებ­ში, მით უფრო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მათ­თან პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად. ეს ნა­ბი­ჯი მხო­ლოდ იმას გა­მო­იწ­ვევს, რომ ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კიმ იო ჯონ­გმა.

შე­გახ­სე­ნებთ, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და სამ­ხრეთ კო­რე­ამ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­დან მომ­დი­ნა­რე ბირ­თვუ­ლი საფრ­თხის და­საძ­ლე­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს. ვა­შინგტო­ნი და­თან­ხმდა, რომ პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნა­თავ­სებს ამე­რი­კულ ატო­მურ წყალ­ქვე­შა ნა­ვებს სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში და სე­ულს ბირ­თვუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩარ­თავს. სა­ნაც­ვლოდ, სამ­ხრეთ კო­რეა და­თან­ხმდა, რომ სა­კუ­თარ ბირ­თვულ ია­რაღს არ გა­ნა­ვი­თა­რებს.