"საკვების მიღების პრობლემა ისევ აქვს... წნევა და ტემპერატურაც აქვს" - რას ამბობს გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"საკვების მიღების პრობლემა ისევ აქვს... წნევა და ტემპერატურაც აქვს" - რას ამბობს გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედში" ჟურნალისტებს განუცხადა, მესამე პრეზიდენტს პირღებინება ჰქონდა, რასაც გამომწვევი მიზეზები უნდა ჰქონოდა.

მისივე თქმით, პაციენტს მაღალი ტემპერატურა და წნევა ისევ აწუხებს.

“საკვების მიღების პრობლემა ისევ აქვს. რაღაც შეჭამა და ყველაფერი უკან ამოუშვა. ალბათ, ამ პირღებინებას თავისი მიზეზები ჰქონდა. ნორმალური კვება ადამიანს ძალიან უჭირს.

დილით, რა თქმა უნდა, წნევა ჰქონდა. შემდეგ, წამალი მისცეს და ცოტა დაუწია. გარდა ამისა, აქვს სიცხე. გუშინ, მაგალითად, მაღალი სიცხე ჰქონდა. 38-ზე მეტი. ახლა მედიკამენტი მისცეს და ალბათ, დაიწყებდა დაწევას. ფაქტია, დილიდან კარგად არ არის”, - განაცხადა გიული ალასანიამ.