გორის და კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა - კვირის პალიტრა

გორის და კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

ცოტა ხნის წინ, გორის მუნიციპალიტეტში ინტენსიური წვიმა და სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

უამინდობამ ქალაქის ტერიტორიაზე ნიაღვრები წარმოქმნა, გარკვეულ მონაკვეთებზე მცირედ დაზიანდა ავტომობილები.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ შესულა.

შიდა ქართლის ტერიტორიაზე, გუშინ მოსულმა სეტყვამ დააზარალა კასპის მუნიციპალიტეტიც. სოფლებში - მეტეხსა და ზემო ხანდაკში სეტყვამ ხეხილის ბაღები და ვენახები დააზიანა. ინტენსიური წვიმა შიდა ქართლში ამ წუთებშიც გრძელდება.