აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შეძენას სთხოვენ.
აქციას რამდენიმე წუთის წინ სტუდენტებიც შეუერთდნენ შეძახილებით, „წამალი ბავშვებს“, „წამალი დაიდოს!“
ცოტა ხანში აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სიტყვით გამოვლენ.