"ავტომობილi ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა" - ვინ არიან ვაზისუბანში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები?
თბილისში, ვაზისუბანში მომხდარია ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა, 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ შორის სამი გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
გარდაცვლილები გიორგი ოსიპოვი, გიორგი ზანდარაშვილი და საჭესთან მჯდომი გიორგი გონაშვილი არიან. მათგან ორი 19 წლის, ხოლო ერთი 20 წლის იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.