უმწვავესი მატჩი, კვარაცხელიას ბრძოლა, რომელიც უშედეგო გამოდგა - "ნაპოლის" ჩემპიონობა გადაიდო - კვირის პალიტრა

უმწვავესი მატჩი, კვარაცხელიას ბრძოლა, რომელიც უშედეგო გამოდგა - "ნაპოლის" ჩემპიონობა გადაიდო

მას შემ­დეგ, რაც იტა­ლი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ სე­რია A - ში "ნა­პო­ლის" უახ­ლო­ე­სი მდე­ვა­რი, "ლა­ციო" ინ­ტერ­თან" სტუმ­რად 3:1 და­მარ­ცხდა, ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გუნდს სკუ­დე­ტოს დღეს­ვე, სარ­ე­კორ­დო დრო­ით - 6 ტუ­რით ადრე მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, რაც ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს. ისი­ნი შინ "სა­ლერ­ნი­ტა­ნას" მას­პინ­ძლობ­დნენ, მატ­ჩი ფრედ, ან­გა­რი­შით 1:1 დას­რულ­და.

გუნ­დის მწვრთნელ­მა ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტიმ "ნა­პო­ლი" მო­ე­დან­ზე შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა:

მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, რაჰ­მა­ნი, კიმ მინ ჯე, ოლი­ვე­ი­რა, ან­გი­სა, ლო­ბოტ­კა, ზი­ლენ­სკი, ლო­სა­ნო, კვა­რა­ცხე­ლია, ოსი­მე­ნი.

ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, შე­ტე­ვით და­ი­წყეს მატ­ჩი. პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ზე მარ­ჯვე­ნა ფლან­გი­დან სწრა­ფი იე­რი­შის შემ­დეგ ოსი­მენს შე­ეძ­ლო ან­გა­რი­შის გახ­სნა, მისი თა­ვუ­რი დარ­ტყმა არას­წო­რი გა­მოდ­გა. მთე­ლი ტა­ი­მის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნა­პო­ლი" უტევ­და, აქ­ტი­უ­რი იყო ჩვე­ნე­ბუ­რიც - მატ­ჩის მი­წუ­რულს ხვი­ჩამ ჩვე­უ­ლი და შე­უ­და­რე­ბე­ლი დრიბ­ლინ­გით რამ­დენ­ჯერ­მე შე­აღ­წია მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში, თუმ­ცა მისი აქ­ტი­უ­რო­ბის გო­ლით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ფრედ, ან­გა­რი­შით 0:0 დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მიც "ნა­პო­ლის" შე­ტე­ვე­ბით და­უ­წყო. აქ­ტი­უ­რობ­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბი 61-ე წუთ­ზე გო­ლით დას­რულ­და. შეც­ვლა­ზე შე­მო­სუ­ლი რას­პა­დო­რის მიერ კუ­თხუ­რი­დან ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი, თა­ვუ­რი დარ­ტყმით "სა­ლერ­ნი­ტა­ნას" კარ­ში მა­ტი­ას ოლი­ვე­რამ გაგ­ზავ­ნა.

79-ე წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჰქონ­და რე­ა­ლუ­რი შან­სი მატ­ჩის ან­გა­რი­ში გა­ე­ზარ­და, თუმ­ცა ქარ­თვე­ლის დარ­ტყმუ­ლი ოდ­ნავ ას­ცდა მე­ტო­ქის კარს. 83-ე წუთ­ზე "სა­ლერ­ნი­ტა­ნას"ერთ-ერთი უიშ­ვი­ა­თე­სი შე­ტე­ვა მე­რე­ტის კარ­ში დიას გო­ლით დას­რულ­და და ან­გა­რი­ში გა­თა­ნაბრდა. 86-ე წუთ­ზე ხვი­ჩამ კი­დევ ერთი სგო­ლე მო­მენ­ტი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა, მას მე­კა­რემ აუღო. მე­ტო­ქემ "ნა­პო­ლის" დიდ ზე­წო­ლას მატ­ჩის ბო­ლომ­დე გა­უძ­ლო, შე­დე­გად მატ­ჩი ფრედ დას­რულ­და. "ნა­პო­ლის" გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბა და დიდი ზე­ი­მი გა­და­ი­დო.

გა­დავ­ხე­დოთ"ნა­პო­ლის" ის­ტო­რი­ას:

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო