რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თურქულმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს - კვირის პალიტრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თურქულმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიშის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, ერდოღანმა ტელეკომპანია TRT Turk-ს განუცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის “განეიტრალება“ თურქეთის სადაზვერვო სააგენტო MIT-ის ოპერაციის დროს მოხდა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტულ ორგანიზაციებთან ყოველგვარი გარჩევის გარეშე“, - აღნიშნა ერდოღანმა.

სააგენტო Reuters-ი, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოპერაცია ჩატარდა ქალაქ ჯინდირესში, თურქეთის საზღვართან ახლოს.

ვარაუდობენ, რომ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიასა და ერაყში 6 000-10 000 მებრძოლი ჰყავს.

IPN