"თუ ძლიერი საპროტესტო ტალღა იქნება, ალბათ, "ქართულ ოცნებაში" ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის შეცვლიან ბევრ წამყვან აქტორს" - კვირის პალიტრა

"თუ ძლიერი საპროტესტო ტალღა იქნება, ალბათ, "ქართულ ოცნებაში" ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის შეცვლიან ბევრ წამყვან აქტორს"

გა­სუ­ლი კვი­რა დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მის­ვლა-მოს­ვლით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, ერთი მხრივ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "ევ­რო­ტუ­რის" მომსწრე­ნი გავ­ხდით - რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო, ასე­ვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, ნა­ტო­სა და ევ­რო­საბ­ჭო­ში მარ­თავ­და შეხ­ვედ­რებს. მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობ­დნენ პო­ლო­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი. ბრი­უ­სელ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მყოფ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია კვლავ ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის უმაღ­ლე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. ვი­ზი­ტი­სას ის შეხ­ვდა ევ­რო­საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელ­სა და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან იენს სტოლ­ტენ­ბერგს. "სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ჰქონ­დეს ნა­ტოს­გან პო­ლი­ტი­კუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი. სა­ნაც­ვლოდ, იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ორ­მა­გებს ძა­ლის­ხმე­ვას სა­ში­ნაო რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის საქ­მე­ში და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­სა­ცა­ვად", - გა­ნა­ცხა­და გენმდი­ვან­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, თა­ვის მხრივ, ბრძა­ნა, რომ ყვე­ლას­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ერთ-ერთ სან­დო პარტნი­ორს, აქვს საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ალი­ან­სის მი­სი­ებ­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა­ში. "ახლა აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ 12 პრი­ო­რი­ტე­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რაც მალე დას­რულ­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს", - გა­ნა­ცხა­და მან. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ლუქ­სემ­ბურ­გსა და ბელ­გი­ა­ში მარ­თავ­და შეხ­ვედ­რებს. ჩე­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ პრა­ღა­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის პარ­ლა­მენ­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­უს­მი­ნეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს. ევ­რო­საბ­ჭო­ში შეხ­ვედ­რებს მარ­თავ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ექ­სპერტ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს­თან:

- სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხვდე­ბი­ან, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლომ წლის ბო­ლომ­დე რო­გორ­მე მი­ი­ღოს უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის მსგავ­სი სტა­ტუ­სი და ეს ვი­ზი­ტე­ბიც ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. აკე­თე­ბენ იმას, რაც მათი გად­მო­სა­ხე­დი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა თუ არა, ვნა­ხოთ... ბუ­ნებ­რი­ვია, მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­დეს ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან. ევ­რო­პა­ში ხე­და­ვენ, რომ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბა იზ­რდე­ბა. სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა ევ­რო­პე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის ვი­ზი­ტე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს და­უმ­ტკი­ცოს ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად და მუ­შა­ობს ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის თუ ნა­ტოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი. გა­ცი­ლე­ბით კრი­ტი­კუ­ლია ცალ­კე­უ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, რო­მელ­თა მი­მართ დე­ლი­კა­ტუ­რო­ბით არც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხვდე­ბი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლომ თუ წლის ბო­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ვერ მი­ი­ღო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საქ­მე ვერ იქ­ნე­ბა კარ­გად.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ევ­რო­პე­ლებს უმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სი შე­უქ­ცე­ვა­დია და რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბიც მო­ვის­მი­ნეთ, რომ სწო­რედ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო ევ­რო­პამ უნდა მი­ი­ღოს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მი­ა­ნი­ჭოს სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს. "გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ევ­რო­კავ­შირ­მა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ხე­დოს სა­კუ­თარ როლს, მათ შო­რის, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროა და სწო­რედ ამ პერ­სპექ­ტი­ვი­დან გა­აც­ნო­ბი­ე­როს და მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დღეს არ არის იმის დრო, რომ იყოს სა­უ­ბა­რი ღია კარ­ზე, მხო­ლოდ წინსვლებ­ზე. სა­ჭი­როა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ელო­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა პრა­ღა­ში გა­მარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბის შემ­დეგ. ხომ არ ჩნდე­ბა ეჭვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხვდე­ბა, 12 რე­კო­მენ­და­ცი­ი­დან ზო­გი­ერ­თი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­სი­აა", მა­გა­ლი­თად, დე­პო­ლა­რი­ზა­ცია და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა და ამ­გვარ გან­ცხა­დე­ბებს ამი­ტო­მაც აკე­თე­ბენ?

- დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხში ვერ და­გე­თან­ხმე­ბით. ჩემი აზ­რით, პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე ამ პრო­ცეს­ში წინსვლა ჩანს, შე­მოდ­გო­მას­თან შე­და­რე­ბით დღეს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა გვაქვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე აღა­რა­ვინ ლა­პა­რა­კობს, თა­ნაც დრო კი­დევ არის, რომ უფრო მეტი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გან რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ისე ოპო­ზი­ცი­ამ. პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა­ზეა ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ცო­ტას მა­ინც და­ფიქ­რდე­ბი­ან, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად არის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის საქ­მე. პი­რა­დად მე ეს მარ­თლაც შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა მგო­ნია. ჩემი აზ­რით, იმა­ში, რაც ხდე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის ბრა­ლიც არის. სწო­რედ მათ მიერ მო­თხოვ­ნი­ლი კო­ა­ბი­ტა­ცი­ის გამო მოხ­და ეს ერ­თგვა­რი გა­რი­გე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კო­ჭის გამ­გო­რე­ბელ მო­სა­მარ­თლე­ებს შო­რის. ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და დღე­ვან­დე­ლი იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო, რო­მე­ლიც მარ­თლაც კლა­ნია და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის. კლა­ნი ნე­ბის­მი­ე­რი პატ­რო­ნის მო­სამ­სა­ხუ­რედ იქ­ცე­ვა - ეს ხალ­ხი თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ახლა ემ­სა­ხუ­რე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ მო­მა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც შე­უც­ვლე­ლი იყო. როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, ჯერ სრუ­ლი ლუსტრა­ცია უნდა მომ­ხდა­რი­ყო ამ სის­ტე­მის და მერე და­ე­გეგ­მათ ეს ვი­თომ რე­ფორ­მე­ბი.

ამ სისტემაში რეალურად შეცვლის ერთადერთ გზად მიმაჩნია ყველა დონეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოტანა. მაშინ ვერავინ ვეღარ დააბრალებს სასამართლოს ვერც პოლიტიკური ინტერესების ზეგავლენით მოქმედებას, ვერც დაკვეთების შესრულებას და ვერც კორუმპირებულობას. ერთბაშად 12 კაცის მოსყიდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ის იურიდიული სისტემა გადაარჩინა, რომელიც თავიდან ბოლომდე კორუფციაში იყო ჩაფლული. ეს მექანიზმი უნდა კარგად დაიხვეწოს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გარდა, ყველგან ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

მოკლედ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაშიც იციან, რომ ამ სისტემაში რეფორმა ფასადურადაც კი ვერ მოესწრება და ნამდვილად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აპელირებით ცდილობენ ევროპას შეახსენონ საქართველოს როლის მნიშვნელობა რეგიონში. სხვათა შორის, პაპუაშვილმა იმაზეც ილაპარაკა, რომ არაერთ სფეროში საქართველო უკრაინასა და მოლდოვას არათუ ჩამორჩება, უსწრებს და უსამართლობა იქნება ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ თუ უთხრეს უარი. თუ ასე მოხდა, ვშიშობ, ეს ცუდი გზავნილი არ იყოს რუსეთისთვის და საქართველო კიდევ უფრო სახიფათო ვითარებაში არ აღმოჩნდეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპაში გამჭრიახობა ეყოფათ. ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო შეთანხმებებს დებს საქართველო და ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტია. მიმაჩნია, რომ მარტის აქციების შედეგად იმ ცნობილი კანონპროექტის გაწვევის შემდეგ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა ბევრად გაიზარდა, მაგრამ ვნახოთ... სამწუხაროდ, არავინ იცის, ჩვენი ხელისუფლება კიდევ რამდენ სისულელეს ჩაიდენს...გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა