"ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა, ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!" - რას წერს ნუცა ბუზალაძე? - კვირის პალიტრა

"ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა, ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!" - რას წერს ნუცა ბუზალაძე?

ამე­რი­კუ­ლი მე­გა­შო­უს American idol-ის ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ტოპ 10 კონ­კურ­სანტს შო­რის ვერ მოხ­ვდა, რად­გან ხმე­ბი არ ეყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი გა­მოს­ვლე­ბი შო­უ­ში ყო­ველ ჯერ­ზე სულ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იყო, ნუ­ცას კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა მა­ინც მო­უ­წია. მომ­ღერ­ლის თქმით, ის თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობს, რად­გან შეძ­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია.

ნუცა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო,

ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ხომ არ გგონიათ, რომ გულდაწყვეტილი ვარ ამ შედეგებით? არა! ველოდი, ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!

ძალიან მადლობელი ვარ პროექტის, რომ დაუშვა პრეცენდენტი და ჩემი სახით არა ადგილობრივი კონკურსანტი მიიღო, ეს ამერიკის ვარსკვლავის ისტორიაში პირველად მოხდა და ის შედეგი რაც მივიღეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის გამარჯვება! დიდი მადლობა თქვენ - ჩემს გულშემატკვრებს!

თქვენი თანადგომა ძალიან მაძლიერებს.

ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულანთებულ ემიგრანტებს - საუკეთესოები ხართ და ძალიან მიყვარხართ!!!! დღეს, ვარ ბედნიერი და სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, შემართებით რომ შემდეგი ნაბიჯებით გადავდიდე კარიერაში. ერთს გპირდებით: უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს “ნუცა” ან #nutsfornutsa-ს

მიყვარხართ"