მარიამ როინიშვილის სრულიად შეცვლილი იმიჯი: როგორ დაიკლო წონაში მომღერალმა - "უამრავი მავნებლური დიეტა მიცდია და ძალიან დიდი ზიანიც მიმიყენებია საკუთარი თავისთვის" - კვირის პალიტრა

მარიამ როინიშვილის სრულიად შეცვლილი იმიჯი: როგორ დაიკლო წონაში მომღერალმა - "უამრავი მავნებლური დიეტა მიცდია და ძალიან დიდი ზიანიც მიმიყენებია საკუთარი თავისთვის"

ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­მა იმი­ჯი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. მა­რი­ამ­მა წო­ნა­ში შე­სამ­ჩნე­ვად და­იკ­ლო, თმა მოკ­ლედ შე­იჭ­რა და ტუჩ­ზე პირ­სინ­გი გა­ი­კე­თა. მა­რი­ამ­მა გა­და­წყვი­ტა "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­კუ­თა­რი გა­მომ­წე­რე­ბის­თვის წო­ნა­ში კლე­ბის სა­ი­დუმ­ლო გა­ემ­ხი­ლა. წერს, რომ ღა­მის კვე­ბა მთლი­ა­ნად ამო­ი­ღო და უპი­რა­ტე­სო­ბას 18 სა­ა­თი­ან დი­ე­ტას ანი­ჭებს. აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და თმის მოკ­ლედ შეჭ­რა, თუმ­ცა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა და­ამ­შვი­დეს, რომ ახა­ლი იმი­ჯი გა­მორ­ჩე­უ­ლად უხ­დე­ბა.

- მა­რი­ამ რო­მე­ლი დი­ე­ტით და­ი­კე­ლი და რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ წო­ნას?

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და გი­თხრათ, რომ 30 წლის რაც გავ­ხდი, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­მეც­ვა­ლა ორ­გა­ნიზ­მში. თით­ქოს სხვა­ნა­ი­რად რე­ა­გი­რებს ჩემი სხე­უ­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე. რი­თაც ადრე წო­ნა­ში ვი­მა­ტებ­დი, ახლა პი­რი­ქით. სულ დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. ერთი რამ ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ სა­ღა­მოს კვე­ბის გა­უქ­მე­ბა ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის შეც­ნო­ბის შემ­დეგ და­ვი­წყე სწო­რი კვე­ბა. უამ­რა­ვი მავ­ნებ­ლუ­რი დი­ე­ტა მიც­დია და ძა­ლი­ან დიდი ზი­ა­ნიც მი­მი­ყე­ნე­ბია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ წო­ნა­ში კლე­ბა­ში და ლა­მა­ზი ფორ­მე­ბის მი­ღე­ბა­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას.

- რამ­დე­ნი კილო და­ი­კე­ლი და რამ­დენ ხან­ში?

- სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლი­ან ნელა და­ვი­წყე წო­ნა­ში კლე­ბა. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში 18-სა­ა­თი­ა­ნი დი­ე­ტა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. და­ახ­ლო­ე­ბით 7 კი­ლოგ­რა­მი მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. 76 კი­ლოც ვყო­ფილ­ვარ, 68-ც, თუმ­ცა ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია 62 ან 63 ვი­ყა­ვი. ამ­ჟა­მად 56 კილო ვარ.

- რა არის შენი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა?

- ვფიქ­რობ, რომ წარ­მა­ტე­ბას­თან მხო­ლოდ თავ­და­უ­ზო­გავ შრო­მას მიჰ­ყავ­ხარ. და ისიც ძა­ლი­ან მწამს, რომ ეს ჩვე­ნი შრო­მა აუ­ცი­ლებ­ლად და­ფას­დე­ბა.

ambebi.ge