თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიტიკოს დილარ ხაბულიანის ძმაა
ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიტიკოს დილარ ხაბულიანის ძმა, დემურ ხაბულიანია.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"