"ჩხუბის შემდეგ რამდენიმე საათში დაბრუნდა, ჩაუსაფრდა და..." - რატომ დაჭრეს დილარ ხაბულიანის ძმა? - კვირის პალიტრა

"ჩხუბის შემდეგ რამდენიმე საათში დაბრუნდა, ჩაუსაფრდა და..." - რატომ დაჭრეს დილარ ხაბულიანის ძმა?

ვა­კე­ში, შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მა­მა­კა­ცი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით დაჭ­რეს. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რთუ­ლი არ არის და ის უკვე სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბა.

ასე­ვე, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლი პო­ლი­ტი­კოს დი­ლარ ხა­ბუ­ლი­ა­ნის ძმა, ბიზ­ნეს­მე­ნი დე­მურ ხა­ბუ­ლი­ა­ნია.

Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი - რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, დე­მურ ხა­ბუ­ლი­ან­სა და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეს შო­რის კორ­პუს­თან ჩხუ­ბი მოხ­და. ჩხუ­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე დაბ­რუნ­და, ხა­ბუ­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან ჩა­უ­საფ­რდა და მის მი­მართ თა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა. ტყვი­ამ სა­მიზ­ნე მხო­ლოდ გა­კაწ­რა.დე­მურ ხა­ბუ­ლი­ა­ნი კლი­ნი­კი­დან შინ მა­ლე­ვე გა­წე­რეს. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბა, რომ თავ­დას­ხმა თით­ქოს ბიზ­ნეს­წი­ლებს უკავ­შირ­დე­ბა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. იხილეთ სრულად