ცნობილი რუსი დიზიანერები ვალენტინ იუდაშკინი და ვიაჩესლავ ზაიცევი გარდაიცვალნენ - შავი დღეები რუსული მოდის სამყაროსთვის
რუსული მოდის სამყაროსთვის შავი დღეებია. მედია ორი რუსი დიზაინერის ვიაჩესლავ ზაიცევისა და ვალენტინ იუდაშკინის გარდაცვალების შესახებ წერს.
ზაიცევი 85 წლის იყო, ის მოსკოვთან ახლოს, ქალაქ შჩელკოვოში მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზაიცევი იყო ერთ-ერთი პირველი საბჭოთა დიზაინერი, რომელმაც დასავლეთშიც მოიპოვა აღიარება - განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც მას "წითელ დიორად" იცნობდნენ.
რაც შეეხება ვალენტინ იუდაშკინს, ის 59 წლის იყო. დიზაინერი წლებია სიმსივნეს ებრძოდა. 2016 წელს თირკმლის კიბო დაუდგინდა, რის შემდეგაც მეტასტაზები მთელ სხეულში გავრცელდა. (გააგრძელეთ კითხვა)