"მეფარიძემ ლელა ჯუღელს განუცხადა, რომ ჩააკლავდა" - რა გახდა ცნობილი მომღერლის სასამართლო პროცესიდან? - კვირის პალიტრა

"მეფარიძემ ლელა ჯუღელს განუცხადა, რომ ჩააკლავდა" - რა გახდა ცნობილი მომღერლის სასამართლო პროცესიდან?

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მომ­ღე­რალ აჩი­კო მე­ფა­რი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზეც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პრო­ცეს­ზე მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თავს დამ­ნა­შა­ვედ არ თვლის.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცე­სი მა­ლე­ვე შე­წყდა, რად­გან ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რო­რის შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის შემ­დეგ საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა და შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო სჭირ­დე­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში მე­ფა­რი­ძემ ლელა ჯუ­ღელს მი­ა­ყე­ნა რო­გორც სი­ტყვი­ე­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

"ლელა ჯუ­ღე­ლი შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, რა დრო­საც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და გარ­კვე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტი, რა­ზეც არ­ჩილ მე­ფა­რი­ძემ გა­მო­ხა­ტა აგ­რე­სია ლელა ჯუ­ღე­ლის მი­მართ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს იყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ხოლო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­დეგ, არ­ჩილ მე­ფა­რი­ძე, გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან, მი­ვი­და ლელა ჯუ­ღელ­თან, რო­მე­ლიც იჯდა სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში და მის მი­მართ გა­მო­ხა­ტა აგ­რე­სია, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ი­ხა­ტა შემ­დეგ­ში: არ­ჩილ მე­ფა­რი­ძემ მუშ­ტი ჩა­არ­ტყა სა­ხის მარ­ცხე­ნა არე­ში ლელა ჯუ­ღელს და და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­ნი­ცა­და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი. თუმ­ცა გარ­და, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა, ად­გი­ლი ჰქონ­და მუ­ქა­რას, კერ­ძოდ სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რას. არ­ჩილ მე­ფა­რი­ძემ ლელა ჯუ­ღელს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის მას ჩა­აკ­ლავ­და, იყო აგ­რე­სი­უ­ლი და მისი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­დან და გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მუ­ქა­რა აღიქ­ვა რე­ა­ლუ­რად და მას გა­უჩ­ნდა შიში" - გა­ნუ­ცხა­და თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვილ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას".

ცნო­ბის­თვის, საქ­მე ეხე­ბა გა­სუ­ლი წლის 7 აპ­რილს, ვა­კე­ში მომ­ხდარ ფაქტს. მომ­ღე­რალს ძა­ლა­დო­ბა­ში ქალ­ბა­ტო­ნი ადა­ნა­შა­უ­ლებს, რო­მე­ლიც ჰყვე­ბა, რომ მან­ქა­ნის გა­დას­წრე­ბის გამო მე­ფა­რი­ძემ მას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მისი თქმით, მე­ფა­რი­ძემ ჯერ მან­ქა­ნას წიხ­ლი და­არ­ტყა, შემ­დეგ კარი გა­ა­ღო და მას თავს და­ეს­ხა. მე­ფა­რი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა.