"თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფილ გა­მომ­ძი­ე­ბელს სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია" - რას აცხადებს საქმის პროკურორი? - კვირის პალიტრა

"თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფილ გა­მომ­ძი­ე­ბელს სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია" - რას აცხადებს საქმის პროკურორი?

პრო­კუ­რორ მარი მეშ­ვე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 2020 წელს გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფილ გა­მომ­ძი­ე­ბელს სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე არც ძი­რი­თად გა­მომ­ძი­ე­ბელს წარ­მო­ად­გენ­და და არც გა­მო­ძი­ე­ბა არ იყო მის მიერ და­წყე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ზე 1000-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და და თა­ვად სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლია სულ 3 ადა­მი­ა­ნი.

"სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ არ ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და უარი გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თვის მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს მი­ე­მარ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მის და­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს მო­უ­წევს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დას­მულ ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

და­ის­მე­ბა ყვე­ლა ის კი­თხვა, რო­მელ­ზეც მან აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სი­უ­ჟეტ­ში, მათ შო­რის, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან და ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც და­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც გაჟ­ღერ­დე­ბა და გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ზე 1000-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და. თა­ვად სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლია სულ 3 ადა­მი­ა­ნი, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან მას არა­ვი­თა­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია, მის მიერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მას ისე­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე და გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. არც ძი­რი­თად გა­მომ­ძი­ე­ბელს არ წარ­მო­ად­გენ­და და არც გა­მო­ძი­ე­ბა არ იყო მის მიერ და­წყე­ბუ­ლი.

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს არ და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია. საქ­მე­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა არც ერთი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას რა­ი­მე შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან.

საქ­მე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად რა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა, მათ შო­რის, თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა გარ­კვე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის მი­მართ გა­ტარ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მარი მეშ­ვე­ლი­ან­მა.

"ინტერპრესნიუსი"