"გადახვევის მერიდებოდა, მაგრამ მდგომარეობიდან თავად ბატონმა თენგიზ არჩვაძემ გამომიყვანა, რა იყო მამა, მოდი გადამეხვიეო" - როგორ ცხოვრობს მსახიობი, რომელმაც ბუბა კიკაბიძეს პირველ კინოროლში პარტნიორობა გაუწია
"ბუბა საოცრად კომუნიკაბელური ადამიანი იყო, მხიარული, უსაზღვრო იუმორი ჰქონდა. თუ სადმე სიცილ-ხარხარი გვესმოდა, ვიცოდით, რომ ბუბა იქ იყო და ყველანი გავრბოდით, მისი მონაყოლი რომ მოგვესმინა" - იხსენებს ლალი მესხი ფილმის "შეხვედრა მთაში" გადაღებიდან, სადაც ბუბა კიკაბიძე კინოში პირველ როლს განასახიერებდა, ლალი მესხი კი მისი შეყვარებულის როლს თამაშობდა...
ლალი მესხმა დაამთვრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს.. 1965 წელს, პირველი კურსის სტუდენტი დავით რონდელმა მიიწვია ფილმში "პიერი-პოლიციის თანამშრომელი".პოპულარობა მოუტანა მთვარმა როლმა მუსიკალურ კომედიაში "შეხვედრა მთაში" (ნ. სანიშვილი, 1966), სადაც პარტნიორობა გაუწია ბუბა კიკაბიძეს. მიიღო გერმანიის კ/სტ "დეფას" მიწვევა ორ სათავგადასავლო ფილმში: "თეთრი მგლები" (კ. პედცოლდი, 1969) და "შევარდენის კვალი" (გ. კოლდიცი, 1969). მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "მალე გაზაფხული მოვა"(ო. აბესაძე, 1967), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (ყ. მგელაძე, 1969, ლია), "გოგონა და ჯარისკაცი"(თ. ფალავანდიშვილი, 1970, ირინე), "იქ, ჩემთან" (ზ. ხალვაში, 1990), "მიზერერე" (ზ. ხალვაში, 1991) და სხვ.
ლალი მესხი:
- ფილმი გამოსვლის დღიდანვე მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა, რაც დიდი დამსახურებაა ფილმის არაჩვეულებრივი სიმღერების, ლეგენდარული მსახიობების, განსაცვიფრებელი ბუნების... მოგეხსენებათ ფილმი ხევსურეთში, ბარისახოშია გადაღებული... "შეხვედრა მთაში" მეორე ფილმი იყო, სადაც ვმონაწილეობდი. პირველი ფილმი გახლდათ, "პიერი - მილიციის თანამშრომელი", რომელიც დავით რონდელმა გადაიღო... როცა ეკრანზე გამოჩნდები, ნაცნობი ხდები, შემდეგ სხვა რეჟისორებსაც ინტერესი უჩნდებათ...
მახსოვს, ფილმისთვის "შეხვედრა მთაში" პირველი სინჯი თენგიზ არჩავძესთან იყო და არა ბუბა კიკაბიძესთან. იქ გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობდი, რადგან პირველად ვხედავდი და ის სინჯი იყო გადასაღები, მამა რომ კონცერტზე უშვებს და გახარებული გოგონა გადაეხვევა. მე გადახვევის მერიდებოდა, მაგრამ მდგომარეობიდან თავად ბატონმა თენგიზმა გამომიყვანა, რა იყო მამა, მოდი გადამეხვიეო, გამეხუმრა... ასე დამამტკიცეს ამ როლზე.
საბედნიეროდ ზაფხულის პერიოდი დაემთხვა. იმ პერიოდში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი, იქ ყოველ გაცდენილ გაკვეთილზე ძალიან დიდი სიმკაცრე იყო და ვერაფრით წავიდოდი... ფილმის გადასაღებად ხევსურეთი ამოირჩიეს, ფანტასტიკურ ბუნებაში, ყველანი ინტერნატის შენობაში დავბინავდით...ჩვენი ჯგუფი ხომ ძალიან დიდი იყო, ყველას თავის ახლობლები ახლდა, თან ხევსურეთში ზაფხულის არდადეგებზე ბავშვები ისვენებდნენ და იყო დიდი აურზაური. არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. ამხელა ჯგუფი ერთი ოჯახივით ვიყავით, იმდენად დიდი სითბო იგრძნობოდა. წარმოიდგინეთ, ორი რეჟისორის ასისტენტი ქალბატონი შემდეგ ჩემი ნათლია გახდა.
ალაბთ გადამღებ ჯგუფს, პერსონალს გარკვეული სირთულეების გადალახვა უწევდათ, მაგრამ ახალგაზრდები ძალიან ლაღად, თავისუფლად ვიყავით... გადაღებები თუ არ გვქონდა, სულ ტყე-ღრეში დავბოდიალობდით... სანიშვილი მეუბნებოდა, გეხვეწები ცოცხალი დაბრუნდი, ფეხი არ მოიტეხო, მჭირდებიოო... იხილეთ სრულად