როგორ ავარჩიოთ კერამიკული ფილა? - კვირის პალიტრა

როგორ ავარჩიოთ კერამიკული ფილა?

თუ საქმე კერამიკული ფილის არჩევას ეხება, რაც პირველ რიგში უნდა გააკეთო - ბევრი კითხვის დასმაა. თუმცა, მათ შორის უმთავრესი შეკითხვაა - ყველაზე მეტად როგორი კაფელ-მეტლახი შეესაბამება ჩვენს საჭიორებებს? კითხვაზე პასუხის გასაცემად კი შემდეგ დეტალები უნდა განსაზღვრო:

  • რომელ ოთახში გვსურს, რომ მეტლახი დავაგოთ?
  • კედლის ფილები გვჭირდება, იატაკის, თუ ორივე?
  • რა შეგრძნება უნდა დატოვოს კაფელის ვიზუალმა?

ახლა კი, კერამიკული ფილის უშუალოდ იმ მახასიათებლებს გაგაცნობთ, რომლებიც კაფელ-მეტლახის დაგებიბას საუკეთესო შედეგის მისაღწევად უნდა გაითვალისწინო:

ოთახის ფართობი

კერამიკული ფილები შეგხვდებათ როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის. პატარა ოთახში ღია ფერის ფილები სივრცეს უფრო დიდად წარმოაჩენს. თუ დიდი ოთახი გაქვთ, მეტი არჩევანიც გქონიათ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ღია, ასევე მუქი ფერის ფილებიდან.

მათი არჩევისას, დარწმუნდით, რომ კაფელის ინსტალაციისას მინიმალური დანახარჯი (გამოუყენებელი ან გადაჭრილი ფილა) გექნებათ. სასურველია, დიდი ზომის ფილები მისაღები, სასადილო და საძინებელი ოთახებისთვის შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ფილები ნაკლებ გადაბმის ხაზებს ქმნის და შესაბამისად, ზრდის სივრცულობის განცდას.

იატაკის და კედლის ფილები

იატაკის ფილას მზადდება უფრო მყარი მინანქარითა და უფრო მყარი მასალების გამოყენებით, რათა გაუძლოს მოძრაობას, მასზე საგნის მოულოდნელ ვარდნას. იატაკის ფილის კედელზე გამოყენება სივრცეს უფრო შეკრულს ხდის, თუმცა ისიც უნდა იცოდეთ, რომ კედლის ფილას იატაკზე ვერ გამოვიყენებთ, ვინაიდან კედლის ფილასთან შედარებით, იატაკის მეტლახი მზადდება უფრო მყარი მინანქარისა და მასალების გამოყენებით, რათა გაუძლოს მოძრაობას, მასზე საგნის მოულოდნელ ვარდნას. ასევე, არსებობს უნივერსალური კერამიკული ფილებიც, რომლის გამოყენებაც როგორც კედელზე, ასევე იატაკზეც შესაძლებელია.

ფერი

კაფელისა და მეტლახის ფერის შერჩევისას, გასათვალისწინებელია ის განცდა, რომელიც გსურთ რომ ოთახმა საბოლოო ჯამში დატოვოს. მაგალითად, მშვიდი და მოსვენებული გარემო გსურთ რომ შექმნათ, თუ სახასიათო და ატმოსფერული? სააბაზანოში შესაძლოა უფრო მშვიდი ტონების შეტანა სჯობდეს, ამიტომაც სასურველია ისეთი ფერბი შეარჩიოთ, რომლებიც კარგად ერწყმის ერთმანეთს. სამზარეულოში კი უფრო ცოცხალი გარემო კონტრასტული ფერებით შეგიძლიათ შექმნათ.

პრიალა თუ მქრალი ზედაპირი

  • პრიალა მეტლახს ახასიათებს სარკისებრი ბზინვარება, რომელიც შუქს განსაკუთრებით ირეკლავს. შესაბამისად, სახლს მატებს სიკაშკაშეს და აძლევს ფართო იერს. პრიალა კაფელისგან განსხვავებით, მქრალი საფარი მოცურებისადმი ძალიან მდგრადია და შესაბამისად, ტენიანობით დატვირთულ ადგილებში ამცირებს დაცემის რისკს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რეკომენდებულია შეარჩიოთ ფილები COF (ხახუნის კოეფიციენტი) 0.42-0.6-ზე მეტი მნიშვნელობით.
  • ხოლო მათთვის, ვისაც არც რადიკალურად მქრალი ზედაპირი ხიბლავს და არც წმინდად პრიალა, არსებობს ნახევრად მქრალი და ნახევრად პრიალა კერამიკული ფილები, რომლებიც არც სრიალებს და შესაძლოა ითქვას, ოქროს კვეთას ქმნის მქრალსა და ბზინვარეს შორის.

ფუგა - სამშენებლო გამხსნელი

მას შემდეგ, რაც კერამიკულ ფილას შეარჩევ, დროა ფუგაზეც იფიქრო. ფუგა არის სამშნეებლო გამხსნელი, რომელიც თითოეულ ფილას შორის არსებული ნაპრალების შესავსებად გამოიყენება. ინტერიერის დიზაინისთვის, კარგი ამბავი არის ის, რომ ფუგის შერჩევისას ფერთა გამის ძალიან ფართო არჩევანი გაქვთ. ფერადმა ფუგამ შესაძლოა გაამრავალფეროვნოს როგორც თეთრი კაფელი, ასევე ერთიანი იერსახე შეკრას და გაიმაოეორს ფერადი მეტლახის ზუსტი ფერი. კონტრასტის მისაღებად, კარგი გადაწყვეტილებაა თეთრი დაფუგვა მუქი ფერის კაფელზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებობს ერთკომპონენტიანი და ორკომპონენტიანი ღარებისა და ნაპრალების შემავსებელი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან ხარისხიანი შეიძლება შეირჩეს, ორკომპონენტიანი შემავსებლის დადებითი მხარეა ის, რომ უფრო დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ ფერს და თითქმის არ არსებობს იმის ალბათობა, რომ კარგად შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მსგავსი მასალა ამოიყრება.

(R)