„წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრები“ თანამედროვე ქართველ ავტორებს შეხვდნენ - კვირის პალიტრა

„წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრები“ თანამედროვე ქართველ ავტორებს შეხვდნენ

გამომცემლობა „პალიტრაL-ის“ „წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება“ უკვე მე-9 წელია, კითხვის პოპულარიზაციისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის არის ავტორებთან შეხვედრების ორგანიზება, რომელმაც უკვე მუდმივი ხასიათი მიიღო.

სწორედ ერთ-ერთი ამგვარი ღონისძიება გაიმართა 29 აპრილს საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრები პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორსა და მწერალ გიორგი კეკელიძეს და კონკურს „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულ თათული ღვინიანიძეს შეხვდნენ.

344224131-173206632001857-4146277096542533317-n-1683100394.jpg

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჩვენს ქვეყანაში წიგნის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე. ასევე, ავტორებმა აუდიტორიას თავიანთი წიგნებიც წარუდგინეს.

ღონისძიების მეორე ნაწილი კი დაჯილდოებას დაეთმო. წიგნის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის „პალიტრა L-მა“ სერტიფიკატებით დააჯილდოვა „წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების“ აქტიური წევრები და მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

344293169-1268288073775713-1822061837006467206-n-1683100394.jpg

„წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება“ „პალიტრა L-ის“ ინიციატივით 2014 წელს დაარსდა. მისი წევრები არიან პედაგოგები მთელი საქართველოს მასშტაბით და კითხვით პოპულარიზაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირი. ისინი პერიოდულად გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას, აწყობენ თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს, გამოფენებსა და სხვა.

„წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრებს“ გამომცემლობა „პალიტრა L“ საშუალებას აძლევს, ისარგებლონ მათზე მორგებული სხვადასხვა შეთავაზებით, ჰქონდეთ გარკვეული უპირატესობებიც და პარალელურად აქტიური წვლილი შეიტანონ წიგნიერების ამაღლებაში.

344134591-780795247025586-6949612785176758168-n-1683100394.jpg

„წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების“ მიერ წლების განმავლობაში გაწეული შრომის შედეგად, განახლდა არაერთი ჩვენგანის ბიბლიოთეკა, მათ შორის რეგიონებში, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება იყო. გაერთიანება წლიდან წლამდე კიდევ უფრო ფართოვდება და მასში ჩართვის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს.

საზოგადოების წევრობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ „პალიტრა L-ს“ ნომერზე: 599086299.

(R)