"სხდომათა დარბაზში უმრავლესობის 66 წევრია და კანონპროექტები 80-81 ხმით როგორ მიიღება?"
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის 66 დეპუტატი იმყოფება და ამ ფონზე კი, კანონპროექტების მიღება 80-81 ხმით ხდება.
შესაბამისი განცხადება ბეჟაშვილმა კენჭისყრის დროს გააკეთა.
„სხდომათა დარბაზში უმრავლესობის 66 წევრია და კანონპროექტები 80-81 ხმით როგორ მიიღება? - თუ შეიძლება ცოტა დაუწიეთ“, - მიმართა ბეჟაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის წინ რეგისტრაცია პარლამენტის 128 დეპუტატმა გაიარა.