სერბეთში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლას. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 8 მოსწავლე და დაცვის სამსახურის თანამშრომელია.
ამასთან, სერბეთის შსს-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 6 მოსწავლე და მასწავლებელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ დღეს დილით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 14 წლის მოსწავლე დააკავა.
როგორც მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელმა მამის იარაღი გამოიყენა. სამართალდამცველები თავდასხმის მოტივს იძიებენ.