ბავშვობიდან დაწყებული საქმიანობის წარმატებული გაგრძელება - კვირის პალიტრა

ბავშვობიდან დაწყებული საქმიანობის წარმატებული გაგრძელება

ბავშვობიდან საქმიანი და შეუჩერებელი - ეს რაიბულ ბერიძეა. ის საბითუმო-საცალო ვაჭრობაშია ჩართული და არასდროს ჩერდება, მუდმივად საქმიანობის განვითარებასა და ზრდაზე ზრუნავს.

„ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც მინდოდა საკუთარი ფული მქონოდა და მშობლებისთვის გამორთმევა არ დამჭირვებოდა. მეშვიდეკლასელი ბავშვი ვცდილობდი შემექმნა შემოსავალი და ამისთვის ბევრს ვშრომობდი. მოგვიანებით ჩემი საქმე წამოვიწყე. სხვადასხვა დროს, რეგიონებს ვამარაგებდი პროდუქტებით. გარკვეული პერიოდი უკრაინაში ვაგზავნიდი ქართულ მანდარინს, იქიდან კი - ქართულ ბაზარზე ისეთი პროდუქტები შემომქონდა, რაც აქ არ იყო,” - იხსენებს რაიბულ ბერიძე, რომელიც დღეს 200-მდე დასახელების პროდუქტის რეალიზაციას ახორციელებს.

რაიბულს თბილისში მაქვს სასაწყობე მეურნეობა და მაღაზიები, სადაც ბურღულეულობას, თხილეულობასა და სხვა პროდუქტებს ყიდის.

"ამ საქმეში გავიზარდე. მის გარეშე არ შემიძლია. ყოველთვის აქტიური ვარ, იმის მიუხედავად, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვარ ადგილზე და მათთან ერთად ვმუშაობ. გაგეცინებათ და, ერთხელ, ერთი კვირით დასასვენებლად წასულმა, მუშაობის გარეშე ვერ გავძელი, ავად გავხდი და ორ დღეში სამუშაოს დავუბრუნდი.დღესდღეობით, დაახლოებით, 200 დასახელების პროდუქტი მაქვს,” - აღნიშნავს ბერიძე.

340104351-618343386821764-3966057693081156762-n-1683112326.jpg

საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე რაიბულს განვითარებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი დასჭირდა. შეთავაზება სხვადასხვა ბანკისგან მიიღო. თუმცა მისთვის ყველაზე მიმზიდველი ლიბერთისთან ურთიერთობა აღმოჩნდა,

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მიჭირს დრო გამოვყო და ფილიალში ადგილზე მივიდე. როდესაც ლიბერთისთან ურთიერთობა მირჩიეს, მითხრეს, ბანკში ადგილზე მისვლაც კი არ დაგჭირდებაო. ასე იყო მართლაც. განაცხადზე თანხმობაც კი ერთ დღეში მივიღე. ახლა რომ ვფიქრობ, მიჭირს გამოვყო, კონკრეტულად, რა მომეწონა „ლიბერთისთან“ თანამშრომლობაში, რადგან ფაქტობრივად, ერთობლიობაში ყველაფერი მომეწონა - პირობებიც, განწყობაც, დამოკიდებულებაც და მომსახურებაც. ჩემთვის აღსანიშნავია ის ლოიალური დამოკიდებულება, რაც„ლიბერთისგან“ ვიგრძენი. ერთხელ, ისე მოხდა, რომ ჩემმა ბუღალტერმა შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც ანგარიშები დამიყადაღდა. არადა, სწორედ, იმ პერიოდისთვის მიწევდა სესხის გადახდა. რეალურად, თანხა მქონდა, თუმცა გადახდა არ შემეძლო, ყადაღის გამო. ამავდროულად, არ მინდოდა გადახდისას დარღვევა დაფიქსირებულიყო. ჩემი ფინანსური ხარვეზის გამოსწორებას კი, დაახლოებით, ერთი კვირა სჭირდებოდა. სწორედ, ამ დროს დამჭირდა ლიბერთის დახმარება. ბანკი დიდი გაგებით მოეკიდა ჩემს მდგომარეობას და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ, ძალიან ადვილად მოგვარდა სიტუაცია. ბანკთან ასეთი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,” - ასე ახასიათებს რაიბული ლიბერთისთან ურთიერთობას.

342565145-256241200218728-6585975007285062998-n-1683112326.jpg

მცირე ბიზნესმენს საქმიანობის გაფართოების დიდი გეგმები აქვს. უახლოეს მომავალში, ფილიალის გაკეთებას აპირებს ბათუმში. გეგმავს პროდუქტი იქვე, ადგილზე დაასაწყობოს, რაც საქმიანობას გაუმარტივებს. საჭიროების შემთხვევაში აპირებს, ფინანსური თანამშრომლობა კვლავ ლიბერთისთან დაამყაროს.

(R)