"კრემლზე ე.წ. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს" - რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი - კვირის პალიტრა

"კრემლზე ე.წ. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს" - რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი

კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა.

„კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინის მფლობელობაში არსებული ყველა ძალა და საშუალება საკუთარი ტერიტორიის გათავისუფლებისკენ არის მიმართული, და არა სხვისაზე თავდასხმისკენ.

ცალკე გასაკვირია ტერორისტი სახელმწიფო ფორმულირებები. ტერაქტი - ეს დნიპროში და უმანში განადგურებული სახლებია, ან რაკეტა რკინიგზის სადგურის რიგში კრამატორსკში და ბევრი სხვა ტრაგედია. ის კი, რაც მოსკოვში მოხდა, აშკარად 9 მაისისთვის ვითარების გამწვავებაა. მოსალოდნელი ხრიკი ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან,” - განაცხადა ნიკიფოროვმა.

IPN