"ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება" - კვირის პალიტრა

"ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება"

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით დღე­ვან­დე­ლი ტე­რაქ­ტის შემ­დეგ, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცი­ის გარ­და, სხვა ვა­რი­ან­ტი არ დარ­ჩა. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

"დღე­ვან­დე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის შემ­დეგ, ზე­ლენ­სკის ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცი­ის გარ­და, სხვა გზა აღარ რჩე­ბა. ის უპი­რო­ბო კა­პი­ტუ­ლა­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რის­თვი­საც კი არ არის სა­ჭი­რო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ აქ­ტის­თვის ჰიტ­ლერ­საც არ მო­უ­წე­რია ხელი. შემ­ცვლე­ლი ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა“, - წერს მედ­ვე­დე­ვი „ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე.

მა­ნამ­დე კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოთხშა­ბათს ღა­მით, კი­ე­ვის რე­ჟი­მი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კრემ­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის დარ­ტყმას ცდი­ლობ­და, ორი მო­წყო­ბი­ლო­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მსხვერ­პლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი არ მოჰ­ყო­ლია. პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით „რია ნო­ვოს­ტის“ გა­ნუ­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტი იმ მო­მენ­ტში კრემლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ინტერტპრესნიუსი"