"საკმაოდ ცივი მასები შემოვიდა ქვეყანაში..." - როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია მაისის თვის პროგნოზი: სვეტლანა ნიორაძის კომენტარი - კვირის პალიტრა

"საკმაოდ ცივი მასები შემოვიდა ქვეყანაში..." - როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია მაისის თვის პროგნოზი: სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უჩ­ვე­უ­ლო გა­ზა­ფხუ­ლი" - ასე ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ თოვს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა, მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვა თბი­ლის­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რად და­ცე­მაც...

რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ და რო­დი­დან გა­მო­ი­და­რებს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე გვე­სა­უბ­რა...

- დიახ, გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში მა­ი­სის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ამინ­დია, რად­გან და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. ნამ­დვი­ლად და­ბა­ლია, რად­გან დღეს 12-13 გრა­დუს­ზე მაღ­ლა ტემ­პე­რა­ტუ­რა არ ასუ­ლა... მა­ღალ მთა­შიც მო­თო­ვა, დიახ ფაქ­ტია. თუმ­ცა მა­ის­ში ბევ­რჯერ მო­უ­თო­ვია რე­გი­ო­ნებ­ში და ბო­ლოს, აპ­რი­ლის მი­წუ­რულ­საც კი თბი­ლის­შიც. მა­გა­ლი­თად - 2007 და 2016 წლებ­ში თოვ­ლი, თოვ­ლჭყა­პი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. მა­ი­სი ახლა და­ი­წყო, სულ ორი დღეა... ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პრო­ცე­სე­ბი ატ­მოს­ფე­რო­ში რო­გორ ვი­თარ­დე­ბა.

საკ­მა­ოდ ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი შე­მო­ვი­და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­სავ­ლეთ­შიც, აღ­მო­სავ­ლეთ­შიც გრი­ლა. 4 მა­ი­სი­დან გა­მო­ი­და­რებს, მაგ­რამ ჯერ ზა­ფხუ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა არ იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან არ და­ცხე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა 23 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს და 5-6 მა­ისს 25 გრა­დუ­სამ­დე აი­წევს, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. უნა­ლე­ქო, შე­და­რე­ბით თბი­ლი ამინ­დი იქ­ნე­ბა.

6 მა­ისს სა­ღა­მოს შე­იძ­ლე­ბა წა­მოწ­ვი­მოს თბი­ლის­ში, ხან­მოკ­ლე წვი­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 7 მა­ი­სი­დან ისევ არას­ტა­ბი­ლურ ამინდს ვე­ლო­დე­ბით. გააგრძელე კითხვა