ბიონსეს 8 ძიძა ჰყავს, ჯენიფერ ლოპესმა კი ბავშვების აღსაზრდელად მამაკაცი აირჩია: ვის ანდობენ ვარსკვლავები თავიანთი შვილების განვითარებას მაშინ, როცა თავად ბავშვებთან არ არიან
ხშირად მშობლებისთვის პროფესიონალი ძიძის არჩევა ძალიან რთული ამოცანაა და უჭირთ, უცხო ადამიანს თავიანთი შვილი ანდონ, მით უფრო, რომ, პერიოდულად, ძიძების მხრიდან ძალადობის, გულგრილობის ფაქტების შესახებ ხდება ხოლმე ცნობილი. ძიძის არჩევა ვარსკვლავებისთვის კიდევ უფრო რთულია, რადგანაც საზოგადოების ყურადღება მთლიანად მათზეა მიპყრობილი და მათ სახლში შეღწევაზეც ბევრი ადამიანი ოცნებობს. ამიტომ, ბევრი ისეთი წესი და მოთხოვნა აქვთ, რასაც ხშირად ძიძები ვერ ეგუებიან ან კიდევ არასაჭიროდ თვლიან.
ბიონსე თანაშემწეებისა და ძიძების ვინაობას არასდროს ასახელებს და მაშინაც კი, როცა ადამიანები მასთან თანამშრომლობას დაასრულებენ, კონტრაქტის მკაცრი პირობების თანახმად, არ აქვთ უფლება თქვან, რომ მომღერალთან მუშაობდნენ. ბიონსე ამას უსაფრთხოების დაცვით ხსნის და ამბობს, რომ არ სურს, მისი ოჯახის შესახებ საჯაროდ ბევრმა ადამიანმა იცოდეს. მომღერალს ტყუპის, სერისა და რუმის და ასევე, გოგონას ბლუს აღსაზრდელად 8 ძიძა ჰყავს დაქირავებული.
"ტყუპი სხვადასხვა დროს იძინებს. ამიტომ, ბიონსემ გადაწყვიტა, თითოეულისთვის 3-3 ძიძა დაექირავებინა. ერთი დილით მიაქცევდა ყურადღებას, მეორე შუადღეს, მესამე კი ღამით." - განმარტავენ ოჯახის მეგობრები. ბლუს 2 ძიძა ჰყავს, თავდაპირველად, როდესაც ბავშვი პატარა იყო, ბიონსე ძიძას მხოლოდ მისი საფენების გამოცვლას სთხოვდა. შემდეგ კი მოთხოვნები გაიზარდა. მაგალითად, ძიძას უწევდა ესწავლა ცეკვა კლიპიდან Single Ladies, რომ პატარა გოგონა დედის მოსვლამდე გაერთო.
აღსანიშნავია, რომ ბიონსე და ჯეი-ზი წელიწადში ძიძების მომსახურებაზე 100 ათას დოლარს ხარჯავენ.
ჯენიფერ ლოპესი ჯენიფერ ლოპესს ძიძის არჩევისას განსხვავებული მიდგომა აქვს. ის სახლში 8 ძიძის არსებობის მომხრე არ არის და ურჩევნია, ეს მოვალეობა ერთმა ადამიანმა შეასრულოს. მისი კრიტერიუმების მიხედვით კი ძიძას ორი უცხოური ენა მაინც უნდა სცოდნოდა და ბავშვების აღზრდის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ჰქონოდა. ამ მისიის შესრულებისთვის მან მამაკაცი ძიძა იპოვა. გააგრძელეთ კითხვა