"სულ ჩამესმის დედის ხმა, როგორ მლოცავდა სცენაზე გასვლის წინ" - თამარ გვერდწითელის დიდი ტკივილი და შემოქმედებაში ნაპოვნი შვება - კვირის პალიტრა

"სულ ჩამესმის დედის ხმა, როგორ მლოცავდა სცენაზე გასვლის წინ" - თამარ გვერდწითელის დიდი ტკივილი და შემოქმედებაში ნაპოვნი შვება

ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი სცენას დაუბრუნდა. მან ბროდვეის ცნობილ მიუზიკლში „სანსეტ ბულვარი“ მთავარი როლის შეასრულა და როგორც თავად ამბობს, ეს გარდამტეხი როლი გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.

პრესაში არაერთხელ დაიწერა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო მომღერალი დედის დაკარგვის შემდეგ.

განაწყენებული რუსი კოლეგები წერდნენ, თითქოს ის დაუძლურდა და გარეთ აღარ გამოდიოდა... - 61 წლის თამარ გვერდწითელი განახლებული ძალებით დაუბრუნდა სცენას

„სულ ჩამესმის დედის ხმა, როგორ მლოცავდა ყოველთვის სცენაზე გასვლის წინ. დედის ხმა და დედის სითბო ისეთი ენერგეტიკული პროცესია, რომ არ წყდება არასდროს. არ ვიცოდი, მექნებოდა თუ არა ძალა ამ დაბრკოლებების გადასალახად.ძალიან დიდი ძალა მომცა ხალხმა“ - ამბობს მომღერალი იმედის დღისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მიუზიკლი „სანსეტ ბულვარი“ პირველი პროექტი იყო, რომელზეც დედის სიკვდილის შემდეგ მუშაობა განაგრძო. ამიტომ სპექტაკლის სწორედ მას მიუძღვნა. „გადავწყვიტეთ,დარბაზში ერთი თავისუფალი სავარძელი ყოფილიყო თაიგულით - იქ, სადც ის აუცილებლად იჯდებოდა“ - ამბობს თამარ გვერდწითელი.

სრული ინტერვიუ იხილეთ ვიდეოში ლინკზე