რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული დეპუტატები - რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. პოლიტიკურ ჯგუფს რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს.
მათ ამის შესაძლებლობა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებამ მისცა, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს, ასევე, "ხალხის ძალისა" და პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები შექმნიან.
"ახალი რეგლამენტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა საპარლამენტო რესურსს გამოვიყენებთ - იქნება პარლამენტში თუ დელეგაციებში მუშაობა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
IPN