"სასწრაფოდ გადადგეს შს მინისტრი" - რას აცხადებს ლევან ხაბეიშვილი თბილისში მომხდარ მკლელობაზე? - კვირის პალიტრა

"სასწრაფოდ გადადგეს შს მინისტრი" - რას აცხადებს ლევან ხაბეიშვილი თბილისში მომხდარ მკლელობაზე?

"დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ქურ­დუ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა ფაქ­ტობ­რი­ვად ყო­ველ­დღი­ურ მოვ­ლე­ნად იქცა, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე 1 კაცი მოკ­ლეს, 2 კი დაჭ­რეს", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი შსს-ის მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მას ითხოვს.

"დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ქურ­დუ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა ფაქ­ტობ­რი­ვად ყო­ველ­დღი­ურ მოვ­ლე­ნად იქცა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და ადა­მი­ა­ნებს ბავ­შვე­ბის გა­მოშ­ვე­ბის ეში­ნი­ათ გა­რეთ, ეში­ნი­ათ გა­და­ად­გი­ლე­ბის, რად­გან უმი­სა­მარ­თო სრო­ლე­ბია კვი­რა­ში სამ­ჯერ დე­და­ქა­ლაქ­ში. ვნა­ხეთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის უკან ბიზ­ნეს­მენს ეს­რო­ლეს, ახლა ვხე­დავთ, რომ მოკ­ლუ­ლია ადა­მი­ა­ნი, დაჭ­რი­ლე­ბიც არი­ან, რო­გორც ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, ეს კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მოშ­ლა­ზე და იმ სტრუქ­ტუ­რე­ბის ვერ მუ­შა­ო­ბა­ზე და გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე, რომ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც უნდა მო­ახ­დი­ნონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვით და ეს არის პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი მცვე­ლის, შსს-ის მი­ნის­ტრის და პი­რა­დი მო­უ­რა­ვე­ბის, რომ­ლებ­მაც დე­და­ქა­ლა­ქი გა­და­აქ­ცი­ეს მა­ფი­ის ცენ­ტრად. ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე არის ძა­ლი­ან სა­ში­ში. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სას­წრა­ფოდ გა­დად­გნენ შს მი­ნის­ტრი და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ვი­საც ევა­ლე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. მათ ეს არ შე­უძ­ლი­ათ, არ გა­მო­დით და შე­სა­ბა­მის ფაქ­ტებს ვხე­დავთ ჩვენ დე­და­ქა­ლაქ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.