(VIDEO) "ჩემპიონობისთვის დაბადებული" - "კვარა" საქართველოს დროშით: რა ფოტოებს აქვეყნებს კვარაცხელიას საცოლე და როგორ იზეიმეს ჩემპიონობა ფეხბურთელებმა
33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლელთა ოცნება ახდა და მათი საყვარელი გუნდი იტალიის სერია A-ს ჩემპიონია. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა უდინეში, ადგილობრივ კლუბთან მატჩის დროს გაიფორმა.
"უდინეზე" "ნაპოლის" მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა, რაც ნაპოლისთვის საკმარისი იყო, რომ სკუდეტოს ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაუფლებოდა.
ჩემპიონ ხვიჩა კვარაცხელიას პირველ ფოტოებს გვიზიარებს "კვარას" საცოლე, ნიცა თავაძე. "ჩემპიონობისთვის დაბადებული", - წერს ნიცა "ინსტაგრამზე".
ნახეთ ვიდეო, როგორ აღნიშნავენ სპორტსმენები ჩემპიონობას: