(VIDEO) კვარაცხელიამ გასახდელში ემოციები ვერ შეიკავა - კვირის პალიტრა

(VIDEO) კვარაცხელიამ გასახდელში ემოციები ვერ შეიკავა

33-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ნე­ა­პო­ლელ­თა ოც­ნე­ბა ახდა და მათი საყ­ვა­რე­ლი გუნ­დი იტა­ლი­ის სე­რია A-ს ჩემ­პი­ო­ნია. ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის გუნ­დმა ჩემ­პი­ო­ნო­ბა უდი­ნე­ში, ად­გი­ლობ­რივ კლუბ­თან მატ­ჩის დროს გა­ი­ფორ­მა.

"უდი­ნე­ზე" "ნა­პო­ლის" მატ­ჩი ფრედ, 1-1 დას­რულ­და, რაც ნა­პო­ლის­თვის საკ­მა­რი­სი იყო, რომ სკუ­დე­ტოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ტუ­რით ადრე და­უფ­ლე­ბო­და.

ფეხბურთელებმა იტალიის ჩემპიონობის აღნიშვნა გასახდელშივე დაიწყეს, საიდანაც უამრავი ფოტო თუ ვიდეო ვრცელდებოდა. Seria A -ს ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოქვეყნა, რომელშიც "კვარა" გამარჯვების ემოციებს ვერ იკავებს. საქართველოს დროშაში გახვეული ხვიჩა, ალბათ, ბედნიერებასთან ერთად ფანტასტიკურ საფეხბურთო წელს იაზრებს - ტოპ 5 ჩემპიონატში საოცარი პირველი სეზონი, ჩემპიონობა და გუნდის ერთ-ერთ მთავარი იქს-ფაქტორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა "ნაპოლის" წარმატებაში. ქართველი ფეხბურთელის ემოციების თანაზიარი ნეაპოლელების მეკარე ალექს მერეტია, რომელიც ჩვენებურს ამხნევებს.

ვიდეო: Geo Team