აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს
აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.
„ინტერპრესნიუსი“ სპეცოპერაციის დეტალებს არკვევს.
IPN