ვრცელდება გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების კადრები (ვიდეო)
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან სროლის შესახებ, რა დროსაც მოკლულია ერთი და დაჭრილია ორი პირი, ახალი დეტალები ვრცელდება.
ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, გარდაცვლილის ვინაობა, ის 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საბა გახოკიაა.სწორედ საბა გახოკიას, შეიარაღებულ თავდამსხმელს იმ პირის დაცვამ, რომლის მისამართითაც გახოკიამ გაისროლა, საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად დაკავებულია, მას გაქცევა არც უცდია.
Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია. მკვლელობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ის დაჭრილის, გივი (გიჩო) მარგველაშვილის დაცვაში მუშაობდა.
რაც შეეხება უშუალოდ სროლის ფაქტს, როგორც Ambebi.ge-ს თვითმხილველი უყვება, საბა გახოკიამ (გარდაცვლილმა) შავი ჩანთიდან "ვინჩესტერის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და გიჩო მარგველაშვილის მისამართით გაისროლა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო