"კვარამ" საოცრება ჩაიდინა, ეს დაწყებულია იმ დღიდან, როცა ის ბათუმში დაბრუნდა" - რა ვიდეოს ავრცელებს შოთა არველაძე?
33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლელთა ოცნება ახდა და მათი საყვარელი გუნდი "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს ჩემპიონია. "უდინეზე" "ნაპოლის" მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა, რაც ნაპოლისთვის საკმარისი იყო, რომ სკუდეტოს ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაუფლებოდა. ქართელი ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ამ დიდი წარმატებას შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ულოცავს:
"ძალიან მალე, რამდენიმე საათში ნეაპოლში იქნება საოცარი სიტუაცია. ის ნანატრი ჩემპიონობა, რასაც ამდენი ხანია გულშემატკივარი ელოდა. მინდა ხვიჩას მივულოცო ეს საოცარი სეზონი, ეს საოცარი წელი და იმედი დავიტოვო, რომ ამაზე ბევრად მაგარ სეზონებს ითამაშებს და გაგვახარეს. მინდა ვთქვა, რომ ის იყო ამ დიდი მოტივაციის სულის ჩამდგმელი, რაც საქართველოში გაჩნდა. მინდა ამისთვის კიდევ ერთხელ ვუთხრა დიდი მადლობა.
კვარამ საოცრება ჩაიდინა, ეს დაწყებულია იმ დღიდან როცა ის ბათუმში დაბრუნდა. ძალიან ხშირად აღვნიშნავდი, ის რაც მან რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში გააკეთა, ტრიბუნებზე ათასობით ხალხი მოიყვანა, ამ ყველაფერს მიება საქართველოს ნაკრები, ქართული ფეხბურთის აღორძინება და მიება ის გამარჯვება, რასაც ის დღეს იზეიმებს. მინდა მას კიდევ ერთხელ მივულოცო და მადლობა ვუთხრა ამ საოცარი სეზონისთვის", - ამბობს ვიდეომიმართვაში შოთა არველაძე.