"ამაყი დედა ვარ... ჩემი შვილი ტასუნა ინგლისში დამოუკიდებლად ცხოვრობს, სწავლობს და ერთ-ერთ კაფეში მუშაობს” - სალომე ღვინიაშვილი ოჯახისა და შვილების შესახებ - კვირის პალიტრა

"ამაყი დედა ვარ... ჩემი შვილი ტასუნა ინგლისში დამოუკიდებლად ცხოვრობს, სწავლობს და ერთ-ერთ კაფეში მუშაობს” - სალომე ღვინიაშვილი ოჯახისა და შვილების შესახებ

მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.

ამჯერად სალომე გადაცემაში „პრაიმ შოუ“ შვილების შესახებ საუბრობს:

„ჩემი შვილი ტასუნა ამჟამად დამოუკიდებლად არის ინგლისში, სწავლობს და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში. ასევე კვირაში ერთი დღე ბავშვები ფსიქოლოგიაში უნდა მოამზადოს. მოკლედ, ძალიან ამაყი დედა ვარ”, - ამბობს სალომე ღვინიაშვილი.

ვიდეო იხილეთ ლინკზე