დაგროვებითი პენსიის გაცემა უკვე დაიწყო - რამდენმა ადამიანმა ისარგებლა რეფორმით
„ჩვენ უკვე დაახლოებით, 10 მლნ ლარი გვაქვს გაცემული დაგროვილი პენსიის სახით. დაახლოებით, 3000 ადამიანზე მეტია, ვინც უკვე ისარგებლა მათ მიერ დაგროვილი თანხით“,- ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ფონდში უკვე 3,3 მლრდ ლარია დაგროვილი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობიდან ზედ დარიცხული სარგებელი 500 მლნ ლარს შეადგენს.
„დღეის მდგომარეობით უკვე 3,3 მლრდ ლარი გვაქვს დაგროვილი საპენსიო ფონდში, რაც ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი ოდენობით თანხაა. ამასთან, მას შემდეგ, რაც საინვესტიციო საქმიანობა დავიწყეთ, ეს არის 2019 წლის დასაწყისი, უკვე 500 მლნ ლარზე მეტი გვაქვს სარგებელი მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, იმიტომ, რომ რეალურად ეს თანხა არის ჩვენი მონაწილეების საკუთრება, ეს არის მათ დანაზოგზე დარიცხული სარგებელი, რომელიც შესაძლებელი გახდა მიგვეღო ჩვენი საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე. ამ სქემაში დაახლოებით, 1,300 ათასზე მეტი ადამიანი გვყავს გაწევრიანებული და ძალიან გვახარებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ პენსიების გაცემაც. გააგრძელე კითხვა