"ყველას არ აქვს ის სიამოვნება, იტალიაში მესაზღვრე რომ მოგაძახებს Tutti Kvaratskhelia- იაო" - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა? - კვირის პალიტრა

"ყველას არ აქვს ის სიამოვნება, იტალიაში მესაზღვრე რომ მოგაძახებს Tutti Kvaratskhelia- იაო" - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას და „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„იტალიის, ნეაპოლის, ჩვენი ქვეყნის, თითოეული ოჯახის და ყველას გულის ჩემპიონია ოქროს ბიჭი.

ასე ერთიანი და ასე გახარებული კიდევ მრავალჯერ ყოფილიყოს ჩვენი ქვეყანა.

წარმატების გზაზე გევლოს Khvicha Kvaratskhelia მთელი ცხოვრება. მადლობა, Forza Napoli

P.S. ყველას არ აქვს ის სიამოვნება სასაზღვრო პუნქტზე პასპორტს რომ აჩვენებ იტალიაში და მესაზღვრე რომ მოგაძახებს 5 პასპორტის მერე Tutti Kvaratskhelia- იაო!

იმრავლოს კვარავხელიას გვარმა", - წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.