"... ბურთის მიმწოდებელი, პატარა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ დიდი ფეხბურთის კარს "შეამტვრევს" - თვითმხილველის რეპორტაჟი უდინედან - კვირის პალიტრა

"... ბურთის მიმწოდებელი, პატარა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ დიდი ფეხბურთის კარს "შეამტვრევს" - თვითმხილველის რეპორტაჟი უდინედან

E' succies' - "ეს მოხ­და" (ნე­ა­პო­ლურ დი­ა­ლექ­ტზე). დიახ, ეს მარ­თლა მოხ­და: 33-წლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. 2022/23 წლე­ბის სე­ზო­ნის იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი 5 ტუ­რით ადრე გახ­და ცნო­ბი­ლი.

სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში, კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნის დე­და­ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში ნა­ნატრ "სკუ­დე­ტოს" ზე­ი­მო­ბენ. "ნა­პო­ლი" მე­სა­მედ გახ­და იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი. კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, არ­გენ­ტი­ნე­ლი ლე­გენ­დის, დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას გა­რე­შე, მე­ოც­ნე­ბე ახალ­გაზ­რდე­ბის "ბან­დამ" ახა­ლი ის­ტო­რია და­წე­რა.

ქარ­თვე­ლი გა­რე­მარ­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, კახა კა­ლა­ძის შემ­დეგ რი­გით მე­ო­რე ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც იტა­ლი­უ­რი ფეხ­ბურ­თის ისტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ე­წე­რა ჩემ­პი­ონ­თა რი­გებ­ში.

მა­ნამ­დე ყვე­ლას­თვის უც­ნო­ბი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლავ­ბი­ჭუ­ნა ნე­ა­პო­ლე­ლე­მა ქო­მა­გებ­მა სა­დე­ბი­უ­ტო სე­ზონ­ში ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დის, მა­რა­დო­ნას "სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რედ" პირ­ვე­ლი­ვე თვე­ებ­ში აღი­არს და მისი სა­ფეხ­ბურ­თო ქა­რიზ­მა კა­რა­ვა­ჯოს შე­დევ­რებს გა­უ­ტო­ლეს...

მე­ო­რე რა­უნ­დი, მი­სია სკუ­დე­ტო! უდი­ნეს ქუ­ჩე­ბი და "ფრი­უ­ლის" სტა­დი­ო­ნი, რო­მელ­საც "დაჩა არე­ნაც" ჰქვია, სა­მუ­და­მოდ შე­მო­ი­ნა­ხა­ვენ "ნა­პო­ლის" რი­გით მე­სა­მე სკუ­დე­ტოს მიერ გა­მოწ­ვე­ულ ემო­ცი­ებს, ცრემ­ლებს, აღ­ტკი­ნე­ბას, სურ­ვილს, რომ მო­ე­დან­ზე შე­ვარ­დე, ფეხ­ბურ­თე­ლებს ზე­იმ­ში ჩა­ე­ზი­ა­რო და უბ­რა­ლოდ იგ­რძნო, რომ სი­ხა­რუ­ლის­გან გა­გიჟ­დი.

თით­ქოს თვე­ე­ბის წინ უკვე ყვე­ლა­ნი შევ­თან­ხმდით, რომ წელს იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნი უკვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია. თით­ქოს აღა­რა­ფე­რი გაგ­ვა­ო­ცებ­და, მაგ­რამ სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რად ქუ­ლე­ბის თვლა ნერ­ვებ­ზე თა­მა­შობ­და. მხო­ლოდ ერთი ქულა წყვეტ­და ოც­ნე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვას - ქულა, რო­მე­ლიც "უდი­ნე­ზეს" ფეხ­ბურ­თელ­მა სან­დი ლოვ­რიჩ­მა მე-13 წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლით საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა და ზე­ი­მი კი­დევ ერთხელ გა­და­დე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გა...

მაგ­რამ გან­გე­ბამ სხვა­ნა­ი­რად გა­და­წყვი­ტა - 2023 წლის 4 მა­ი­სი, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, კვა­რა­ცხე­ლი­ე­ბის ოჯახ­ში და სრუ­ლი­ად კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც დღე, რო­მე­ლიც არა­სო­დეს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, როცა ტოს­კა­ნელ­მა მწვრთნელ­მა 22 აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი მე­ოც­ნე­ბის­გან იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნე­ბი "გა­მო­ძერ­წა"...

"ნა­პო­ლი" სკუ­დე­ტოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­სა­ფორ­მებ­ლად უდი­ნე­ში ად­გი­ლობ­რივ კლუბს შე­ე­ჭი­და. ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ლოვ­რი­ჩის გოლს "ნა­პო­ლის" შემ­ტევ­მა ხაზი 52-ე წუთ­ზე ჯერ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დარ­ტყმუ­ლით უპა­სუ­ხებს, რო­მელ­საც მე­კა­რე მარ­კო სილ­ვესტრი მო­ი­გე­რი­ებს და და­მა­ტე­ბა­ზე ნი­გე­რი­ე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი, ვი­ტორ ოსი­მე­ნი გა­ი­ტანს და იმ ნა­ნატრ ერთ ქუ­ლას რე­ა­ლო­ბად აქ­ცევს.

ბურ­თის მიმ­წო­დე­ბე­ლი ბიჭი შეხ­ვედ­რის 33-ე წუთ­ზე, ერთ-ერთი სა­თა­მა­შო ეპი­ზო­დი­სას, ბურ­თი მო­ედ­ნის ხაზს კვეთს. კვა­რაც იქ­ვეა. ბურ­თის მიმ­წო­დე­ბე­ლი ბი­ჭუ­ნა ხვი­ჩას ბურთს უმალ და­უბ­რუ­ნებს და უცებ აწ გარ­დაც­ვლი­ლი ფო­ტოგ­რა­ფის, ბად­რი კე­თი­ლა­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო მახ­სენ­დე­ბა, რო­მელ­ზეც "კვა­რა" გამ­ჭო­ლი და ღრმა მზე­რით "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" უფ­რო­სი თა­ო­ბის მო­თა­მა­შე­თათ­ვის ბურ­თის მიმ­წო­დე­ბე­ლია.

მო­ზარ­დი ამ ფო­ტო­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ დიდი ფეხ­ბურ­თის კარს "შე­ამ­ტვრევს" და პრე­ტენ­ზი­ულ იტა­ლი­ე­ლებს აღაფრ­თო­ვა­ნებს. ოც­ნე­ბე­ბით სავ­სე თვა­ლე­ბით, ერთი ამო­სუნ­თქვით და­ი­პყრობს ყვე­ლას გუ­ლებს. იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნო­ბას თვე­ე­ბით ადრე და­ი­ბე­ვებს და მე­ტო­ქე­ებს გონ­ზე მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც კი არ მის­ცემს...იხილეთ სრულად