მოწყენილი ჰარი, ონავარი ჯორჯი და ქეით მიდლტონი დედოფლური სტილით - ვის რა ეცვა და ვინ ესწრებოდა კორონაციას? (ფოტოები)
ლონდონში მეფე ჩარლზის გამეფების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სკანდალური მემუარების, Spare-ის გამოცემის შემდეგ, პრინცი ჰარი ლონდონში პირველად ჩავიდა და მამის კორონაციას დაესწრო.
როგორც ცნობილია, მისი ვიზიტი ინგლისში დიდხანს არ გაგრძელდება და ცერემონიის დამთავრების შემდეგ აშშ-ში, შვილის დაბადების დღისთვის დაბრუნდება. ცერემონიას არ დაესწრო ჰარის მეუღლე მეგანი, რომელიც ამჟამად ლოს-ანჯელესში შვილებთან ერთად იმყოფება.
უესტმინსტერის სააბატოში ჰარი ბიძაშვილებთან, პრინცესა ბეატრისთან და ზარა ტინდალთან ერთად შევიდა. ბრიტანული მედია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პრინცი სხვებთან შედარებით, უხასიათოდ გამოიყურებოდა.
ჰარის, რომელიც ათი წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში, კორონაციაზე სამხედრო ფორმის ტარების უფლება არ მიეცა. იგი არც კორონაციის ოფიციალურ პორტრეტში გამოჩნდება. არ მიეცა ძმის, უილიამის გვერდით დადგომის საშუალებაც. ჰარისგან განსხვავებით უილიამი ცოლთან, ქეით მიდლტონთან ერთად ცერემონიის საკვანძო ფიგურა იყო.
სასექსის ჰერცოგს ადგილი პრინცესა იუჯინის ქმარ ჯეკ ბრუკსბანკსა და პრინცესა ალექსანდრას, ელიზაბეტ II-ის 86 წლის ბიძაშვილს შორის მიუჩინეს.
ჰარისგან განსხვავებით, კორონაციის პროცესში ცენტრალურ როლს ასრულებდა პრინცი უილიამი, მან როგორც ტახტის მემკვიდრემ, მეფის წინაშე ერთგულების ფიცი დადო. უილიამი ცერემონიაზე უელსის გვარდიის საზეიმო ფორმით წარდგა. (გააგრძელეთ კითხვა)