რუსეთში პროპაგანდისტი მწერლის ზახარ პრილეპინის მანქანა ააფეთქეს - კვირის პალიტრა

რუსეთში პროპაგანდისტი მწერლის ზახარ პრილეპინის მანქანა ააფეთქეს

რუ­სეთ­ში პრო­პა­გან­დის­ტი მწერ­ლის, ზა­ხარ პრი­ლე­პი­ნის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს, იგი დაჭ­რი­ლია, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა РБК ავ­რცე­ლებს.

რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და­კავ­ში­რე­ბულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­მო­ცე­მა წერს, რომ მძღო­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო პრი­ლე­პი­ნი "მძი­მედ არის დაჭ­რი­ლი“.

ამავდრო­უ­ლად, პრო­პა­გან­დის­ტი მწერ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ პრი­ლე­პი­ნი “წეს­რიგ­შია“. იმა­ვეს ამ­ტკი­ცებს ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გლებ ნი­კი­ტი­ნი, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრი­ლე­პი­ნი მოს­კოვ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დონ­ბა­სი­დან ბრუნ­დე­ბო­და და მისი მან­ქა­ნა ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დის ოლ­ქში აფეთ­ქდა. აფეთ­ქე­ბა “საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი” იყო, რის შე­დე­გა­დაც პრი­ლე­პინ­მა “ფე­ხებ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი” მი­ი­ღო.

ცნო­ბის­თვის, იან­ვარ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრი­ლე­პინ­მა “როსგვარ­დი­ას­თან“ კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა” და “უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად გა­ემ­გზავ­რა.” (წყარო)