სალომე ზურაბიშვილი მეფე ჩარლზის კორონაციის ცერემონიაზე ქალიშვილთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს პრეზიდენტი ლონდონიდან
დღეს დიდ ბრიტანეთში ჩარლზ მესამის კორონაციის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობდა.
ლონდონში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
ის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა. პრეზიდენტი კორონაციიდან პირველ ფოტოებსა და ვიდეოკადრებს გვიზიარებს.