"თუ მე­ფეს უყ­ვარ­ხარ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოც რომ და­გი­პი­რის­პირ­დეს, შენ მა­ინც გახ­დე­ბი დე­დო­ფა­ლი" - ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე - კვირის პალიტრა

"თუ მე­ფეს უყ­ვარ­ხარ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოც რომ და­გი­პი­რის­პირ­დეს, შენ მა­ინც გახ­დე­ბი დე­დო­ფა­ლი" - ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე

თუ მე­ფეს უყ­ვარ­ხარ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოც რომ და­გი­პი­რის­პირ­დეს, შენ მა­ინც გახ­დე­ბი დე­დო­ფა­ლი - ეს კა­მი­ლა პარ­კე­რის ამ­ბა­ვია, ქა­ლის, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­ლე­ბის, და არამ­ხო­ლოდ, უმე­ტე­სო­ბას სძულ­და, თუმ­ცა დღეს დე­დოფ­ლის გვირ­გვინს და­იდ­გამს. მისი გზა დე­დოფ­ლო­ბამ­დე არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი, რო­გორც ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, იმ სიმ­შვი­დის მიღ­მა, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნი­სას კა­მი­ლას სა­ხე­ზე ყო­ველ­თვის ნი­შან­დობ­ლი­ვია, ქა­რიშ­ხა­ლი იმა­ლე­ბო­და.

ის მეფე ჩარლ­ზის ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლია, ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე მის­თვის ყვე­ლა­ზე სან­დო და სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არც სა­მე­ფო ოჯა­ხი არ იღებ­და, თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა მი­ეჩ­ვია, რომ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მუდ­მი­ვად იყო ჩარლ­ზის გვერ­დით, სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლამ აღი­ა­რა.

ალ­ბათ, სულ რამ­დე­ნი­მე ქალი ყო­ფი­ლა ისე შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და ისე მი­უ­ღე­ბე­ლი, რო­გორც კა­მი­ლა. ის იყო "სხვა ქალი“, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი "სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ნე­ბის" დას­რუ­ლე­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, ის დღემ­დე რჩე­ბა პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას­თან მუდ­მი­ვი შე­და­რე­ბის ობი­ექ­ტად. და მი­უ­ხე­და­ვად დე­დოფ­ლო­ბი­სა, დღემ­დე გარ­დაც­ვლი­ლი პრინ­ცე­სას ჩრდილ­შია. კა­მი­ლა ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფო კა­რის რე­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბის ყვე­ლა­ზე ბო­როტ პერ­სო­ნა­ჟად მი­იჩ­ნე­ვა. თუმ­ცა არის ის ისე­თი ბო­რო­ტი, რო­გორც მე­დია წარ­მოგ­ვიდ­გენს, თუ სა­მე­ფო წე­სე­ბის მო­რი­გი მსხვერ­პლი იყო, რო­მელ­ზეც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უბ­რა­ლოდ გა­ი­მარ­ჯვა?

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­სა გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით აკ­ვირ­დე­ბო­და მის ხა­სი­ათს, ქცე­ვებს, გა­რეგ­ნო­ბას, და­უნ­დობ­ლად უტევ­და, მაგ­რამ გა­უძ­ლო ქა­რიშ­ხალს, უფრო მე­ტიც, გა­აძ­ლი­ე­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია და დღეს ბრი­ტა­ნულ სა­მე­ფო ოჯახ­ში რან­გით ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი ქა­ლია. ქალი, რო­მე­ლიც მო­ნარ­ქი­ის უდი­დეს საფრ­თხედ მი­იჩ­ნე­ო­და, დღეს დე­დო­ფა­ლია.

"მე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა ვდგა­ვარ, თქვენ უბ­რა­ლოდ უნდა გა­აგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა", - ამ­ბობს კა­მი­ლა.

ბავ­შვო­ბაში ვე­რა­ვინ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და, რომ ის ოდეს­მე ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ზე და­ქორ­წინ­დე­ბო­და. კა­მი­ლა 1947 წლის 17 ივ­ლისს და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი მა­ღა­ლი კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, მდიდ­რე­ბი იყ­ვნენ, ჰქონ­დათ კარ­გი კავ­ში­რე­ბი, თუმ­ცა არა სა­მე­ფო. სკო­ლა შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი ლონ­დო­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით 60-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან, როცა ოფი­ცერ ენ­დრიუ პარ­კერ ბო­ულსთან და­ი­წყო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა. იხილეთ სრულად