ალა პუგაჩოვა მოსკოვში დიმიტრი პესკოვს შეხვდა - რა მოხდა ვალენტინ იუდაშკინის დაკრძალვაზე - კვირის პალიტრა

ალა პუგაჩოვა მოსკოვში დიმიტრი პესკოვს შეხვდა - რა მოხდა ვალენტინ იუდაშკინის დაკრძალვაზე

2 მა­ისს გარ­დაც­ვლი­ლი რუსი დი­ზა­ი­ნე­რი, ვა­ლენ­ტინ იუ­დაშ­კი­ნი მოს­კო­ვის ტრო­ე­კუ­როვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. ცნო­ბილ რუს დი­ზა­ი­ნერ­თან და­სამ­შვი­დო­ბებ­ლად მისი ახლო მე­გობ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. მათ შო­რის იყო ალა პუ­გა­ჩო­ვა.

პუ­გა­ჩო­ვა დაკ­რძალ­ვა­ზე ქუ­დი­თა და მუქი სათ­ვა­ლით გა­მოჩ­ნდა. პრი­მა­დო­ნამ კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც მის­თვის კი­თხვე­ბის დას­მას ცდი­ლობ­დნენ.

დაკ­რძალ­ვას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვა­ნი დი­მიტ­რი პეს­კო­ვიც და­ეს­წრო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ის მომ­ღე­რალს უახ­ლოვ­დე­ბა, ხელ­ზე კოც­ნის და სამ­ძი­მარს ეუბ­ნე­ბა. "როგორ ხარ?" - იკი­თხა პეს­კოვ­მა, პუ­გა­ჩო­ვას­კენ და­ი­ხა­რა და და­ა­მა­ტა: "ძა­ლი­ან მი­ხა­რია შენი ნახ­ვა“. რა უპა­სუ­ხა მას ვარ­სკვლავ­მა, ამის გა­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალა პუ­გა­ჩო­ვა და მაქ­სიმ გალ­კი­ნი სა­ჯა­როდ გა­მო­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის წი­ნა­აღ­მდეგ. ამის გამო წყვი­ლის მი­მართ კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რეს კო­ლე­გებ­მა. გალ­კი­ნი კი რუ­სეთ­მა აგენ­ტე­ბის სი­ა­შიც კი შე­იყ­ვა­ნა.

მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პუ­გა­ჩო­ვამ და გალ­კინ­მა თა­ვი­ან­თი ცნო­ბი­ლი ციხე სო­ფელ გრი­აზ­ში გა­ყი­დეს. მისი მფლო­ბე­ლი შო­უ­მე­ნი სტას ბა­რეც­კი გახ­და.

ambebi.ge