"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით. როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე და..." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე - კვირის პალიტრა

"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით. როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე და..." - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს საქმროზე, პანიკურ შეტევებსა და შფოთვაზე

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სა­კუ­თარ იუ­ბი­ლე­ზე, რომ­ში რუს­კა ქარ­ქა­შა­ძეს რჩე­ულ­მა ხელი სთხო­ვა. ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძე მსა­ხი­ობ­მა მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნო. ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ ყო­ველ დღეს ერ­თად ატა­რებ­დნენ. გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი“ სტუმ­რო­ბი­სას 20 წლის რუს­კამ წამ­ყვანს გა­უმ­ხი­ლა, რომ საქმრო 12 წლით უფ­რო­სია, თუმ­ცა ეს ხელს არ უშ­ლით, რომ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დეთ

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე:

- ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია 32 წლი­საა, ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.

სა­ერ­თოდ არ მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ რომ­ში ხელს მთხოვ­და. ვე­რა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვერ ვამ­ჩნევ­დი, უბ­რა­ლოდ ცოტა დაბ­ნე­უ­ლი იყო. 20 წლის ვარ და არა­სო­დეს ვე­ლო­დე­ბო­დი პრინცს, ამას სულ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი ისე ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და.

მშობ­ლებ­თან ყო­ველ­თვის ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და. მამა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, თუ ვინ­მე მოგ­წონს, შე­გიძ­ლია გა­მი­აზ­რო. მა­რი­გებ­და ხოლ­მე და ამი­ტომ, როცა ვინ­მე მომ­წო­ნე­ბია, ეგ­რე­ვე მას ვე­უბ­ნე­ბო­დი და სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და გა­მე­გო, რას ფიქ­რობ­და. ლა­შას ოჯა­ხი და ჩემი ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ და ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი.

რაც შე­ე­ხე­ბა რო­ლებს, მახ­სოვს "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის“ პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბე­ბი იყო და მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი და 24 სა­ა­თი გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ზა­ფხულ­ში ყვე­ლა რომ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და, მე გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი, ასე­თი მო­მენ­ტი ბევ­რი იყო, რომ ჩემი კლა­სე­ლე­ბი სად­მე მი­დი­ოდ­ნენ და მე გა­და­ღე­ბე­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. კი­ნა­ღამ სკო­ლა­ში ბოლო ზარ­ზე ვერ მი­ვე­დი. ძლივს მო­ვა­ხერ­ხე ცოტა ხნით მის­ვლა. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­ჯულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­სი­დან მივ­ხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემ­დეგ სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე გა­და­ვე­დი. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ხომ პო­ლი­ტი­კაა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მო­ვალ ერთ დღეს და პო­ლი­ტი­კო­სი გავ­ხდე­ბი.

ბევ­რჯერ მქო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ჩა­რე­ვა დამ­ჭირ­და. 13 წლის ასაკ­ში და­მე­მარ­თა პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი, აფო­რი­ა­ქე­ბა, ვერც ვხვდე­ბო­დი რა მჭირ­და. ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის მე­სა­მე სე­რი­ას ვი­ღებ­დით და ვერ ვხვდე­ბი რა მჭირს, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ ვერ ვი­წყებ. დრო­სა და სივ­რცე­ში და­ვი­კარ­გე, თავ­ბრუ და­მეხ­ვა, ფერი დავ­კარ­გე. დე­დამ ფსი­ქო­ლოგ­თან წა­მიყ­ვა­ნა და 14 წლის ასაკ­ში ვის­წავ­ლე სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა. მახ­სოვს 4 დღის მერე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რომ დავ­ბრუნ­დი, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ცუ­დად გავ­ხდი, ისევ იგი­ვე და­მე­მარ­თა, მე­გო­ნა, ცუ­დად გავ­ხდე­ბო­დი. დე­დას და­ვუ­რე­კე, რად­გან მე­ში­ნო­და, მი­თხრა, რომ ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით ვერ იქ­ნე­ბო­და და თავი ხელ­ში ამეყ­ვა­ნა. ახლა მად­ლი­ე­რი ვარ რომ ასე მო­იქ­ცა. გააგრძელეთ კითხვა