"ნაპოლი უნდა დატოვოს, მაშინ მიხვდებით, ვინ არის მეფე" - სერია A-ს პოსტერი, "კვარა" სამეფო გვირგვინით და განაწყენებული ნიგერიელები: რას წერენ ოსიმენის თანამემამულეები - კვირის პალიტრა

"ნაპოლი უნდა დატოვოს, მაშინ მიხვდებით, ვინ არის მეფე" - სერია A-ს პოსტერი, "კვარა" სამეფო გვირგვინით და განაწყენებული ნიგერიელები: რას წერენ ოსიმენის თანამემამულეები

"ნა­პო­ლი“ იტა­ლი­ის სე­რია A-ს ჩემ­პი­ო­ნია. სკუ­დე­ტო გუნ­დმა ის­ტო­რი­ა­ში მე­სა­მედ მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა ბოლო 33 წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლად. დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას შემ­დეგ ნა­პო­ლი იტა­ლი­ის შემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლად გახ­და.

ეს წარ­მა­ტე­ბა რა თქმა უნდა, მწვრთნე­ლი­სა და მთლი­ა­ნი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუმ­ცა ნე­ა­პო­ლუ­რი კლუ­ბის რი­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით კაშ­კა­შებ­დნენ ქარ­თვე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და ნი­გე­რი­ე­ლი ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი.

ქარ­თვე­ლე­ბი შე­საძ­ლოა, სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი ვართ კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ, თუმ­ცა მის ფე­ნო­მე­ნალ­ლურ სა­ფეხ­ბურ­თო ნიჭ­ზე წერს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, რი­გი­თი გულ­შე­მატ­კი­ვირთ და­წყე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დე­ბი­თა და ექ­სპერ­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ცხა­დია, იტა­ლი­ე­ლებ­მა ის გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იყ­ვა­რეს.

სე­რია A-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი "ფე­ის­ბუქ­ზე“ პოს­ტერს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს სა­მე­ფო ტახ­ტზე მჯდო­მი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ჩემ­პი­ო­ნის თა­სის გვერ­დით, ხოლო მე­ფის გვირ­გვინს მას ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა ად­გამს თავ­ზე.

“ნე­ა­პოლ­ში ახა­ლი მეფე დაგ­ვირ­გვინ­და“, - წე­რია ფო­ტოს აღ­წე­რა­ში.

ეს ფოტო ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი პოს­ტია. ქარ­თვე­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­ა­მა­ყით აზი­ა­რე­ბენ, ალა­ი­ქე­ბენ და კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად ასო­ბით ნი­გე­რი­ე­ლი აპ­რო­ტეს­ტებს ამ­გვარ პოს­ტერს და წე­რენ, რომ მსგავ­სი ფოტო არა კა­ვარ­ცხე­ლი­ას, არა­მედ ვიქ­ტორ ოსი­მენს ეკუთ­ვნის.

ზო­გი­ერ­თი სე­რია ა-ს რა­სიზ­მშიც კი ადა­ნა­შა­უ­ლებს."ამ პოს­ტე­რის გამო სე­რია ა მე­ზი­ზღე­ბა და ვლო­ცუ­ლობ, რომ ოსი­მენ­მა ის და­ტო­ვოს“.

“ასე­თი ქცე­ვა არ შე­გე­ფე­რე­ბათ, ოსი­მენს იმი­ტომ ჩაგ­რავთ რომ ნი­გე­რი­ე­ლია, ეს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა“

"ვიქ­ტორ­მა ნა­პო­ლი უნდა და­ტო­ვოს და მა­შინ მიხ­ვდე­ბით, ვინ იყო მეფე“ გააგრძელეთ კითხვა